გუშინ Paleyfest იყო და სპოილერები დაყარეს. დიიიიიიიიდი ამბები ხდება ზებუნებრივის სამყაროში!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
- სეზონის ბოლო სერია თავად მაესტრო კრიპკეს დაწერილი და გადაღებული იქნება.
- გველის 2 პერსონაჟის ძალიან მოულოდნელი სიკვდილი.
- სემის კედელი ბოლო სერიაში ინგრევა და როგორც სიკვდილმა თქვა, ეს იქნება ყველაზე დიდი კატასტროფა, რაც სემ ვინჩესტერს ოდესმე შემთხვევია.
- ბოლო ორი ეპიზოდი, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ გავა ეთერში, იქნება ცალკეული და დამოუკიდებელი ეპიზოდები და არა 2 სთ-იანი ფინალური ეპიზოდი.
- ევასთან დაპირისპირება უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ჩვენ გვგონია.
- სამოთხეში მიმდინარე ბრძოლას საკმაო დრო დაეთმობა და ვიხილავთ როგორც კასის მეგობარ ლეიტენანტს, ასევე თავად კასის "ბავშვობას".
- სეზონის დასასრული ძალიან დამაინტრიგებელი იქნება და მთელი ზაფხული ინტერესი გაგაწამებთო

- სეზონის ფინალური სერია რაღაც ძალიან მასშტაბურის და ახლის დასაწყისი იქნება.
- გველის რამდენიმე დიდი მოულოდნელობა.
- მე-20 ეპიზოდი ძალიან ემოციური იქნება.
- ძმები წარსულში დაბრუნდებიან კოლტთან.
- ძმებს შორის ურთიერთობა მთელი სეზონის მანძილზე კარგი იქნება, დინი კი უფროსი ძმის ჩვეულ როლში იქნება.
- ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ იქნება VII სეზონი. ელოდებიან მხოლოდ CW-ს ოფიციალურ განცხადებას.