ახალი ანგელოზი ეს იქნება

გამოქვეყნდა მიზეზები, რატომ უნდა უყურო პარასკევის სერიას:
1. გამოჩნდება ახალი უარყოფითი გმირი, რომელიც ძალიან უარყოფითი იქნება. თუ წინა სეზონებში ლუციფერისადმი რაღაც სიმპათია ან თანაგრძნობა მაინც გიჩნდებოდათ, ახალი პერსონაჟისადმი ასეთი გრძნობები არ გექნებათ.
2. ბრუნდება სემი - მართალია, ჯერ არ ვიცით როგორი, მაგრამ მის გონებაში არსებული კედელი არც ისე მდგრადია.
3. გაცოცხლდება ერთ-ერთი უძველესი ლეგენდა დრაკონისა და მისდამი შეწირულ ქალიშვილების შესახებ.
4. ძმებს შორის უნდობლობას ბოლო მოეღება და მათ შორის მეორე სეზონის დროინდელი ურთიერთობა დაბრუნდება.
5. ეპიზოდი იქნება სასაცილო. რა თქმა უნდა, იუმორს არ ღალატობს დინი.
გარდა ამისა, ნახსენებია, რომ ეპიზოდში მონაწილეობს ბობი, რომელსაც არ დავიწყებია, რომ სემმა მისი მოკვლა სცადა. კასი კი ძმებს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.