რა სტეფანის სისხლი კაცო?
გაუვიდა სწიოპას სისხლს ვადა

უი, ისე რა მაგარია - გადავხედე წინა სერიებს და ქეთოიასთან რომ იყო ჩაკეტილი სწიოპა, ქეთო ეუბნება - გული გიცემს და ცდილობს, რაც სისხლია შენში დარჩენილი, ის ატრიალოს ორგანიზმშიო.
ე.ი. გამოდის, რომ თუ არ ჭამს ვამპირი, სისხლი სადღაც მიდის... ფაფუ! ქრება. იშრიტება. ნაწილი ბუნებრივად გამოდის გარეთ - ოფლის ან სხვა გამონაყოფის სახით

ან ორქლდება ... ინწერესნო... ამიტომაც გასდის ეტყობა ვადა მათ სისხლს სხვის ორგანიზმშიც.
ნუ, ამან იმიტომ დამაინტერესა, რომ მანამდე კითხვა დამებადა - ვამპირსშიც ხომ არის სისხლი და რატომ არ მოკლეს თავის დროზე კეტრინი? ხომ მაინც დაიღვრებოდა მისი სისხლი თქო. ამ დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ კეტრინში და სხვა ვამპირებში უბრალოდ მათი სისხლი აღარაა.
ხოოოდა... კიდევ ერთი - როდესაც დეიმონი ელაიჯას ეუბნება "So let me guess, in addition to the moonstone, doppelganger, the lion, the witch and the wardrobe, you need to find this witch burial ground", ლაპარაკია არა იმ ადგილზე, სადაც პირველად მოხდა მსხვერპლშეწირვა და curse-ის დადება, არამედ იმ ადგილზე, სადაც სალემის ალქაჯები დაწვეს.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი დასკნა - ხომ არის დედამიწაზე ადგილები, სადაც გრავიტაცია უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე სხვაგან? ან მაგნიტური ველები? ხოდა შესაბამისად, ალბათ ის ადგილი, სადაც მოხდა სალემის ალქაჯების დაწვა, განსაკუთრებულია იმიტომ, რომ მანდ სხვა ალქაჯის ძალა შეიძლება გაორმაგდეს, ან გასამმაგდეს. რაღაც განსაკუთრებული აურის მატარებელია ალბათ და მაგიტომ.
რავი, ასე მგონია...
კი ვნახავთ მალე, მარა მაინც