სიძულვილით როა სავსე ეგ გასაგებია, თუმცა თავისი სიძულვილი სხვისი არავის ბრალი არ ყოფილა
პეინი რო შემოდის და ყველას რო ცუდი როჟა გონია, მერე ნარუტოს ძირს აგდებს და ლაპარაკს იწყებს, ხოდა რო ხსნის მაგისი სიძულვილი საიდან მოდის, საერთოდ გეკარგება იმისი განცდა რო ეს რა ბოროტია!!!
კიშიმოტო ცდილობს იმის ახსნას რო ბოროტი პერსონაჟი თავისუფლად შეიძლება იყოს თავის პონტში კეთილიც, მაგრამ შენთან მიმართებაში არა
როგორც კონოჰა იყო არასწორი პეინის ქალაქთან, წვიმასთან
როცა შემოყავს ზაბუზა, ყველას გვეგონა უდიდესი ბედესი რომელიც იარაღად იყო ქცეული, ბოლოს კი რითი მთავრდება მისი ისტორია, რომ მაინც ემოციებით აღსავსე ადამიანად მოკვდა
ნეჯი, მამამისის სიკვდილზე გამწარებული, სიძულვილით აღსავსე და.ა.შ
სასკეს ძმამ წაართვა ოჯახი, მერე აღმოჩნდა რო კონოჰამ, ეგეც გასაგებია
ყველა მაგ პერსონაჟს რისი თქმა მინდა, ვიღაცამ რაღაც გაუფუჭა ცხოვრებაში და იმათ მიმართ უჩნდებათ სიძულვილი და ეგ სიძულვილი ამოძრავებთ
მარა აი მადარას საერთოდ რა უნდა ალაპარაკებდეს, ითვლებოდა ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდად, ხო დათანხმდა იმ შეთანხმებას
ხო ჩამოართვა ჰაშირამას ხელი, ხო შექმნეს ეს კონოჰა და ხალხმა მათ შორის უჩიებმაც ჰაშირამა აირჩიეს ჰოკაგედ
ხოდა ამან რო თავისი ძალაუფლების კომლპექსი ვერ დაიკმაყოფილა (რომელიც არაერთხელ ჩანს) თვითონ ატეხა ერთი ამბავი, არავინ ეხვეწებოდა
და დამარცხდა, ხოდა მერე გაუჩნდა სიძულვილი, ვისი ბრალია ეხლა ეგ? ისევ თავისი
მერე ვერ მოითმინა, მეოთხეს დროს ისევ შემოუტია კონოჰას და ისევ დაამარცხეს და გასაგებია რო სიძულვილი იზრდებოდა, მარა ის ხალხი მარტო საკუთარ თავს იცავდა
ამისი სიძულვილი კიდე რატო უნდა იყოს? იმიტო რო არ დაიჩოქეს?
უ ა ზ რ ო , ძალიან ჩამოუყალიბებელი პერსონაჟია, რომელსაც უნდა რომ მთელი მსოფლიო საკუთარ სათამაშოებად აქციოს და ამას მშვიდობა დაარქვას
აი რაც შეეხება ოროჩიმარუს, ის თავიდანვე სხვანაირი ტიპაჟი იყო, მესამეს ეუბნება ამ ყველაფერს უბრალოდ ისე ვაკეთებ გართობისთვისო, ვერ ვიტან სამყარო რო დგას ერთ ადგილზეო
აი ეგ ტიპი იყო ნამდვილი ბოროტმოქმედი, არანაირი ქვეტექსტები და ზედმეტი პატარ-პატარა გეგმები
პირდაპირ თქვა სასკე მინდაო და ჩემიც იქნებაო
სასკესაც არჩევანი თვითონ მისცა
ცუნადესთან რო მივიდა არაფერი მოუტყუებია, ჩესნად უთხრა ყველაფერი
და.ა.შ ბევრი დეტალია რა, მიუხედავად ყველაფრისა, ღირსება გააჩნდა, მაგიტომაც მევასებოდა
ტობი კიდე არის მატყუარა, ცბიერი, უთავბოლო, ცოტა უმიზნო კომპლექსიანი მასტი, რომელსაც ვიღაც მოერია და 100 წელია ვერ მოუნელებია