კარგი სერიალია
ისტორიულ სიმართლისგან რა თქმა უნდა საკმაოდ შორსაა
მაგრამ ეხლა არც "ტიუდორები" იყო დოკუმენტური ფილმი

არანაირი პრობლემა არა მაქვს ისტორიული პერსონაჟის მხატვრულ "გადასხვაფერებასთან" , დიუმას დროიდან ამაში გასაკვირი არაფერია,
უბრალოდ ბორჯიებზე 2 ტელესერიალი მაქვს აქამდე ნანახი - ერთი ძველი BBC-ს სერიალი და ერთიც ახალი ესპანური სამსერიანი სატელევიზიო ფილმი (ბოროვჩეკის "ამორალურ ისტორიებს" აღარ ვთვლი - სადაც მთელი ბორჯიების სიტუაცია 15 წუთიან ნოველაში "სრული დეტალურობით" არის ნაჩვენები) და ძალაუნებურად ამ ახალი სერიალის პეროსნაჟებს ძველებს ვადარებ... და ეს შედარება ყოველთვის ახალი სერიალის სასარგებლოდ როდი მთავრდება
ახალი ვიზუალურად ყველაზე მდიდარია
და ძალიან მაგარი ეპიზოდური პერსონაჟები ყავთ - ნეაპოლის პრინცი და საფრანგეთის მეფე მაგალითად
აი ჯერემი აირონსი კი მეტისმეტად "ინტელიგენტურია" მისი პერსონაჟისათვის - BBC-ს სერიალში ნამდვილი იტალიელი მაფიოზო ბიძა იყო, ცოტა კომიკურ-აფერისტულიც კი - აირონსზე ბევრად უფრო მახალისებდა...
და კიდევ თავად ჩეზარე - ბოლომდე ვერ გავიგე რას უპირებენ ამ პერსონაჟს
კარგი მსახიობია და ქარიზმატულიც მაგრამ თავად პერსონაჟი რაღაც ძალიან "ბულკი" როჟაა გამოყვანილი - ისტორიულად უზომოდ სასტიკი, უზნეო და ბოროტი ადამიანი იყო - აქ კი-აქ კი ლამის დაადებითი პერონაჟია - ოსმალეთის პრინცის ისტორიას თუ არ ჩავთვლით -საერთოდ ცუდი არაფერი დაუშავებია პრინციპში (ეხლა კაცი მაგ საუკუნეში ვის არ მოუკლავს

))))
This post has been edited by IsakBorg on 26 Oct 2011, 21:59