უი, ახლაღა ვნახე თქვენი კამათი.
OP-ს სჩვევია ზუსტად
ასეთი რამეები.
არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ლო მეტია დრეიკზე, მაგრამ ზუსტად იმის გამო, რომ მაშინ გვერდიგვერდ დააყენა ოდამ, სულ ეგ 3 იქნებიან წამყვანები.
ზუსტად ამიტომ დაეჯახა ლუფის და ლო-კიდს პაციფისტები და დაამარცხეს, ხოლო ჰოუკინსი, დრეიკი, ურუგი და სასტავი ბორსალინომ დაიფინა.
ყოველთვის იძლევა ხოლმე ოდა წინასწარ ასეთ ალუზიებს.
და დრეიკი თუ კაიდომ ვერ მოკლა ჯერ, ეგრე კიდს ლინლინი დასდევს, მაგრამ ცოცხალია ჯერ.
ეგ არ ნიშნავს, რომ დრეიკი VS კაიდო ბრძოლაში გადარჩა დრეიკი, ან რამე მსგავსი. ჩუმად, ნელ-ნელა შორიდან შესუსტება და დამალვა შეიძლება წლების განმავლობაში მანამ, სანამ საკმარის ძალას აკრეფ. ათასი ვარიანტია.
სიძლიერეს რაც შეეხება, ყველამ ვიცით რომ არაა ასე მარტივად.
1ვს1 სხვა რამეა და ზოგადი სიძლიერე (ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ ვხმარობთ ტერმინს და რას იზამ) სხვა.
ჯოზუსთან შეიძლება მიჰოკსაც ძალიან გაუჭირდეს გამარჯვება, მაგრამ მიჰოკი ბევრ ისეთს დააგდებს, ჯოზუ საერთოდ რომ ვერ გაეკარება.
სპეციფიკური ძალების ამბავია.
რა უნდა უქნას ახლა ლუფიმ ლოს ვაფშე ვერ ვხვდები.
მით უმეტეს, რომ ლო ძალიაინ ჭკვიანია და ლუფის ძალებს კარგად რომ გაიაზრებს, მოუფიქრებს რამეს. საკმაოდ იმბა ხილი აქვს ამასაც ნაჭამი.
აი თითქმის დარწმუნებულივარ, რომ კიდს ლუფი დააგდებს. წვალებით, ჯახა-ჯუხებით და ამბებით, მარა დააგდებს იმიტომ, რომ სტილი ჰგავს ამ ორის.
ძალიან იმბა ხილია პერონასიც. ლუფისაც მოკლავს, ზოროსაც, სანჯისაც და ალბათ მიჰოკსაც

ეგ არ უჩვენებიათ ისე. საინტერესო იქნებოდა პესიმისტი მიჰოკი :დდ