კაი მოდი მივყვეთ შენ პოსტს თანმიმდევრულად...

ნუ დეს ნოუთი დიდად არაფერი, ყურების დროს გაერთობი, არაფერს ტოვებს ტიპის ანიმეა...
ეხლა შევადაროთ ჯიასი და ფულმეტალი... ამ 3ს (+ ნარუტოს) ვუწერ მე პრიადად 10ს... (ეს 4ია ვაფშე)...
შედარება ჩემი აზრით გამართლებული არც არის არცერთ შემთხვევაში... ფულმეტალი და ჯიასი და ნარუტოც იდეაში უფრო ფილოსოფიური და ღრმა ანიმეებია...
რაც შეეხცება ვან პისს, ეს არის უძლიერესი შონენი რომლის მთავარი ატრიბუტიც არის არანორმალურად დიდი და კრეატიული სამყარო, რომელიც როგორც თვითონ თქვი 600 ჩეპტერში ნუ ისეთი კრეატივი გვანახა ოდამ, იშვიათად თუ შეხვდება ადამიანს, მაგრამ ოდას მანგის მთელი ფასი ეს სათავგადასავლო სულია და შედარებით ნაკლებად ჩახლართული ფსიქოლოგიით - მარტივი ენით და მარტივი დამოკიდებულებებით არის დაწერილი...
პერსონაჟების სიღრმის მხრივ, იგივე ნარუტოს ნამდვილად ვერ შეედრება, მიუხედვად ამისა სამყარო ბევრად უფრო დიდი და ვრცელი აქვს, არანომრლაურად მაგარია როგორ ობიექტურად აფასებს თავის პერსონაჟებს ოდა როდესაც 500 ჩეპტერის მერე აღმოჩნდება რომ სერიოზულ სასტავში ლუფის ძალის ფასი 0ია...
ძალიან ძლიერია ვან პისი და ასევე უძლიერესია ნარუტო - მაგრამ სხვადასხვა ფსიქოლოგიის მატარებელი, ფუნდამენტურად სხვადასხვა იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგებია, ორივე ღირსეული, მაგრამ განსხვავებული
ამიტო არ მიყვარს ამათი შედარება მიუხედავად იმისა რომ ბევრი ადარებს
რაც შეეხება ბლიჩს, Soul Society არკის შემდეგ სულ რამდენიმე გამონათება ჰქონდა, ისე კი ცოტა არ იყოს ზემოთხსნეებულებთან შედარებით - არაფრად ღირს... ჩემგან 8იანს იღებს, ისიც ძველი დიდების ხათრით...
ნუ აფასებს ასე სუბიექტურად, თავისუფლად შემიძლია მივიღო ის რომ ვიღაცას ვან პისი ურჩევნია ნარუტოს, ნაკლები არაა ნამდვილად თუ მეტი არა
მაგრამ "ნარუტო ნაგავია ვან პისი მაგარი" ტიპის ფრაზები არ მიყვარს, იმიტო რო მაგალითად რაც კიშიმოტომ შემოგვთავაზა ზაბუზას პერსონაჟის სახით - ამას ოდა არ გვთავაზობს, რადგან ეს მის მანგას უბრალოდ არ შეესაბამება
ხვდები რას ვგულისხმობ?
ისე პირადად ჩემთვის, ნარუტო და ვან პისი Top 2 არის... თანაბრად მიყვარს მართლაც... ორივე შედევრია