Alice_და ბლეინს ...
კურტის სოლოები მეც მომენატრა. კიდევ, მეტი ჯგუფური სიმღერები სჭირდებათ. ყველაზე კარგი ჰიტები ზუსტად ჯგუფის ნამღერებია.
პრობლემა ისაა, რომ ზედმეტად ბევრი პერსონაჟი ყავთ.
Glee-ში 15 წევრია. ამას დაუმატე ვილი, სიუ, ემმა, ბისთი, ბერთი და მეორეხარისხოვანი პერსონაჟები (სებასტიანი, ბექი, კაროფსკი).
საბოლოო ჯამში გამოდის 20-25 პერსონაჟი. ამას კიდევ ემატება ტრიბუტები და თემატური სერიები.
ამ სეზონში მაგალითად 14 სერიიდან
ვალენტინის დღე, შობა, ჯექსონი, რიკი მარტინის სერია.
ანუ 10 სერია დარჩა. შეუძლებელია ამდენი პერსონაჟის სიუჟეტი ჩაატიო 10 სერიაში და თან continuity დაუმატო. მაგიტომაც გახდა ეგეთი ზედაპირული.
პირველ სეზონში სულ რამდენიმე პერსონაჟი იყო ყურადღების ცენტრი (ფინი, რეიჩელი, კურტი, მერსედესი, ქვინი, ფაქი, არტი, თინა, სიუ, ემა და ვილი).
დასანანი ისაა, რომ რაიან მერფი არ ჩერდება. კიდევ ამატებს ახალ პერსონაჟებს და თანაც განაცხადა, რომ სანტანა, კურტი, ფინი და რეიჩელი დაბრუნდებიან შემდეგი სეზონისთვის.
სანამ 40 კაცამდე არ აიყვანს cast-ს, იქამდე ვერ მიხვდება ეს კაცი, რომ რიცხვი ისევ უნდა დაწიოს მაქსიმუმ 12-15 კაცზე.
საბოლოოდ, თუ რადიკალურად არ შეცვალა პოლიტიკა მერფიმ, პირველი სეზონის glory-ს ვერ დავიბრუნებთ
This post has been edited by Weiman on 6 Mar 2012, 06:34
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass