2-3 დღის წინ მოვრჩი ჯიმ ბუჩერის Codex Alera - ს, სერიალისთვის დრო არ დამიტოვა, მაგრამ ბევრად ჩამოუვარდება ასოიაF-ს.
The Wheel of Time დავამთავრე, აი ისეთი გიჟობა იყო ბოლოსკენ რომ ასოიაF-ზე ბევრად წინ ვაყენებ : )
თავიდან არ მომეწონა, რობერტ ჯორდანს როგორც ჩანს ერთ-ერთი მასონური იდეა, უსწორმასწორო ქვისგან კუბის გამოთლა უნდოდა გაეტარებინა, რის გამოც დასაწყის წიგნებში ახალგაზრდა მთავარ პერსონაჟებს უამრავ შეცდომას აშვებინებს, ისეთს რომ, პირველ ორ წიგნში ერთ-ერთი მთავარი გმირის მიმართ ზიზღი და მოკვლის უზარმაზარი სურვილი გამიჩნდა, რომელიც მერე ჩემი FAV პერსონაჟი გახდა : )
მოკლედ ავხსნი რა ხდება წიგნში. ლეგენდების ეპოქაში ადამიანებმა განსაკუთრებული ძალის პოვნის სურვილით შემთხვევით Dark One - ის ციხე გახვრიტეს, რომელიც შემოქმედის მიერ სამყაროს შექმნის მომენტში მის გარეთ იყო ჩაკეტილი. ამან მსოფლიო თითქმის გაანადგურა, მაგრამ male channeler - ებმა დრაგონის (წოდებაა) მეთაურობით მაინც მოახერხეს ციხე ჩაეკეტათ, რის გამოც One Power - ის მამრობითი ნახევარი - საიდინი, შაი'თანის (Dark One-ს ბევრ რამეს ეძახიან) სენით დაბინძურდა და ყოველი male channeler - ის ბედი სიგიჟე გახდა. სამი ათასი წლის შემდეგ ციხის ბეჭდები სუსტდება, რის გამოც Forsaken (სიბნელის მეომრები, რომლებიც მანამდე სინათლის საუკეთესო მეომრებად ითვლებოდნენ, თუმცა Dark One არჩიეს, ციხის ჩაკეტვის მომენტში მასთან ერთად იყვნენ და სამი ათასი წელი ტრანსში ეძინათ) გამოსვლას ახერხებენ და მსოფლიოს კიდევ ერთხელ წვდება სიბნელე.
წინასწარმეტყველების მიხედვით დრაგონი ახლიდან უნდა დაიბადოს და სიბნელეს შეებრძოლოს, რის გარშემოც ტრიალებს წიგნის სიუჟეტი.
მგონი მოკლედ არ გამომდის და ძირითად მომენტებს აღვნიშნავ. ბევრი რელიგიური იდეაა და თითქოს ავტორი ცდილობს გარკვეული მსოფლთმხედველობა გაატაროს. სიზმართა სამყარო, თუნდაც ის, რომ Forsaken თავიდან სინათლის საუკეთესო მეომრები იყვნენ შეიძლება "დაცემულ" ანგელოზებს დავუკავშიროთ. ისეთი გადმოსახედებიდან არის ზოგი მომენტი აღწერილი, რომ არანორმალურად ან ცუდად აღარ მოგეჩვენება, კაცს რამდენიმე ცოლი რომ ყავს, არც ის, მარტო ქალს რომ აქვს უფლება კაცს მისი ქმრობა შესთავაზოს : )
სხვადასხვა კულტურებია დახატული თავისი განსაკუთრებული წეს-ჩვეულებებით და მსოფლთმხედველობებით, რაც ძალიან ამრავალფეროვნებს ყველაფერს.
იქ ზემოთ დავწერე ისე გამომივიდა თითქოს სიკეთესა და ბოროტებას შორის იყოს ბრძოლა. არა. თითქმის არავინ არის აბსოლუტურად კეთილი ან ბოროტი, ძირითადად ვერც კი გაიგებ ვინ როგორია, გარდამავალი ადამიანებით არის სავსე ჯორდანის მსოფლიო, რომელთაგანაც ყველას თავისი მიზანი აქვს და სხვების თავისთვის გამოყენებას ცდილობს. ეს უკანასკნელი მომენტი იმდენადაა, რომ შვებასავით მიდის ხოლმე გალად დამოდრედის მომენტები, არა, პერსონაჟებზე არ დავწერ ვინ ვინაა და როგორია.
ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ უნიკალური მაგიური სამყარო აქვს ჯორდანს შექმნილი, როგორებიც სხვა წიგნებში არ გვხვდება. ტერ-ანგრეალები, ეელFინ იილFინი, The Ways, Portal Stones, Tel'aran'rhiod, Machin Shin, Aridhol... ყველაფრის ფუნქციას ისე ხსნის, რომ წიგნის ნაწილი ხდები...
შეიძლება ბევრი მოტყუვდეს და წიგნის დასაწყისით ჯორდანს კეთილი უწოდოს, განსაკუთრებით არ უყვარს პერსონაჟების დახოცვა მარტინისგან განსხვავებით. მაგრამ მეორე წიგნში ტირანიით მართული ხალხი ჩამოდის და ისეთი საზიზღარი მომენტებია, რომ ჯობია ადამიანი მკვდარი იყოს ვიდრე მანდ გარკვეულ სიტუაციებში აღმოჩნდეს...
მოკლედ, სამყარო უზარმაზარია. პერსონაჟებიც უამრავი, ახლა შემიძლია ზეპირად ჩამოვყვე და უცებ 100-მდე ადამიანის სახელი ვთქვა წიგნიდან. შუის მერე ბევრად უფრო საინტერესო ხდება ყველაფერი, საწყისი პერსონაჟები გამოცდილებას იძენენ და სხვა უფრო საინტერესო POV პერსონაჟები ემატებიან, როდელ აიტურალდ, ქადსუეინ მელაიდრინ, სიუან სანჩე, ა. შ...
იმდენად დიდი და სავსე სამყაროა, რომ მე მაგრა მომეწონა, მეორე ავტორიც, ბრანდონ სანდერსონი ჯორდანზე არანაკლებ კარგად წერს, არ ვიცი რობერტისას ჯობია თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ჩამოუვარდება.
P.S. არ ვიცი ბოლო წიგნში როგორ უნდა ჩაეტიოს ყველაფერი, მეცამეტეში ისეთი რაღაც ხდება, რომ კიდევ 2-3 წიგნის დაწერა შეიძლება მაგაზე, მაგრამ ბოლო, მეთოთხმეტე წიგნის გამოსვლა რამდენიმე თვეშია დაგეგმილი, მანამდე ჩემი დრო რამით უნდა შევავსო : )
P.P.S. ძირითადი რასა ადამიანებია, POV პერსონაჟები მარტო ადამიანები არიან. სხვა რასებია Ogier, Nym, Trollocs, Myrddraal და shadowspawn - ის სხვადასხვანაირი გამოვლინებები. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ზოგადად წიგნებში თუ ძირითადად აქცენტი კაცებზეა გაკეთებული, აქ ეგრე არ არის, მდედრობითი პერსონაჟების რაოდენობა მამრობითისას ემთხვევა და დასაწყისისკენ შეიძლება ძალით ჭარბობს კიდეც. ეს შეიძლება წიგნის დადებით მხარედაც ჩაითვალოს.
შემიძლია აგიტვირთო მთელი წიგნები აუდიოწიგნების ტორრენტ ფაილთან ერთად. მეხუთე წიგნის მერე თითქმის მთლიანად აუდიოწიგნად მოვუსმინე, თორემ სხვანაირად ვერ გავძლებდი... ძალიან მაგარი გახმოვანებაა.
Aiel, ეს ერი მომწონს ყველაზე მეტად თავიანთი ჰიმნებით და ji'e'toh - ღირსების კანონით.

Aiel და აშამან.

ჩემი საყვარელი პერსონაჟი.
This post has been edited by Rhaegar on 2 Jul 2011, 16:29