პირველ გვერდებს ვათვალიერებდი წეღან გმირების და სთორილაინების კატეგორიებს. ჰოდა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს დამოკიდებულებებს რომ გადავხედე აღმოვაჩინე, რომ პერსონაჟთა უმრავლესობა, რომლებმაც ყველაზე მეტად დამაინტერესეს, მეორეხარისხოვანია.
ერთადერთი ბრანს უკავია ჩემ გულში შეუცვლელი ადგილი
დანარჩენებიდან. ყველაზე საინტერესო ამ ეტაპზე ჯეიმი რჩება. იქიდან გამომდინარე, რომ ტირიონი ადამიანურ პლანზე უკვე გაშიფრულია და აწი მხოლოდ თავისი მიზნებისთვის მოღვაწეობით შეიძლება დაგვაინტერესოს. ჯეიმი ადამიანურად ასე ვთქვათ რეკრეაციის პერიოდს გადის. სასტიკი, შეუბრალებელი, ცინიკოსი ჯეიმი ნელნელა იცვლება და ამისთვის თვალის დევნება ყველაზე საინტერესოა.
სუფთა ადამიანური კუთხით ყველაზე საინტერესო ტიპია სანდორ კლეგეინი. ზემოთ უკვე დავწერე რატომაც. ჯეიმისგან განსხვავებით ის მეორეხარისხოვანი პერსონაჟია და მასში შიგნით მიმდინარე პროცესებს ვერ ვხედავთ. სხვა მთავარ პერსონაჟებთან მისი ურთიერთობისას გამოვლენილი დეტალების საფუძველზე ვისურვებდი ამ ტიპის დატვირთვას და უფრო მეტად გახსნას. შედეგს.
რედ ვაიპერი. ალესილი მახვილი. კლდე და რკინა. ერთ-ერთი ყველაზე ადამიანური ადამიანი. უბრალოდ აღფრთოვანდები. ერთხელ ნახავ და არ დაგავიწყდება.
ბლექფიში. - იგივე კატეგორია. ერთი დიალოგი, რომელიც ბევრ ასობით ფურცელს უდრის ჩემთვის. სუპერვარიორი. ჯანმრთელად მოაზროვნე, რკინის კაცი. ერთ-ერთი ადამიანი იმ უიშვიათესთაგან, ვისაც შეუძლია ჯეიმის დასცინოს

. სულით და გულით მასთან ვარ. ველი გააქტიურებას შემდეგ წიგნებში.
დორნიელიპრინცესები.
ბენჯენ სტარკი - უბრალოდ შავი ძმა.
ედმურ ტალი. ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ტიპი. რაღაცნაირად მიყვარს. აი გვერდით რომ უნდა ედგე სულ და შეანჯღრიო და გადაარჩინო. კეთილი წითური ტალი

სიზმარა და-ძმა.
დოლორესი

პერსონაჟი გაელვება:
დონალ ნოი (თუ არ მეშლება) ქასთლ ბლაქის მჭედელი. "what? I'm a smith. I say the Wall is YOURS!!!"
ჯორი კასელი. ეგ სერიალიდან მიყვარს ჯერ კიდევ.
დიდი ჯონ ამბერი. ეგეც სერიალიდან მიყვარს
ვიქტარიონი. მაინტერესებს.
ჯაქუენი და მანსი ჯერჯერობით ერთ გაელვებად და ამოუხსნელი კითხვების ასოციაციად დარჩნენ.
მგონი ამოვწურე ყველაზე საინტერესო და საყვარელი გმირების მარაგი. თუ რამე გამახსენდა კიდევ შემოვალ რა პრობლემაა
This post has been edited by baggins on 6 Sep 2011, 12:43