რა თქმა უნდა, ბრაზილია პირველი ლათინური ქვეყანა იყო რომელმაც ამერიკის მსგავსად დაიწყო ტელენოველების წარმოება და სწორედ ბრაზილიური სერიალი იყო პირველი, რომელმაც შემოაღწია საბჭოთა კავშირში, სწორედ საბჭოთა კავშირმა გაუშვა ყველა ის სერიალი რომელიც გლობოს გადაღებული ჰქონდა 1980 წლამდე

და მერწმუნე 1980 წლამდე გლობოს სწორედ ისეთი სერიალები ჰქონდა, როგორიც დღეს აქვს ტელევისას, ძალიან უინტერესო, მოსაწყენი დიალოგებით და სხვა.
1980 წლიდან კი ბრაზილიური სერიალები ევოლუციას განიცდის, რადგან ამ პერიოდში აღორძინებას განიცდის ბრაზილიური კინემატოგრაფიაც, ბრაზილიაში ჩადიან ფრანგი, იტალიელი, პოლონელი, იაპონელი, ამერიკელი, ესპანელი და ა.შ ქვეყნის რეჟისორები, პროდუსერები რომლებიც ბრაზილელებთან ერთად იწყებენ ხარისხიანი პროოდუქციის შექმნას, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დახვეწა სჭირდებოდა. საბოლოო ჯამში ბრაზილიური სერიალების არმავლობის ხანად შეიძლება დასახელდეს 1990 წელი

თუმცაღა შემიძლია ვთქვა, რომ ჯერ კიდევ 1976 წელს გადაღებული "სასტიკი ანგელოზი" ბევრად ჯობია ხარისხითაც და შინაარსითაც მექსიკურ და ვენესუელურ სერიალებს

შემიძლია, მსგავსი ექსკურსი მექსიკურ სერიალებზეც ჩაგიტარო, რომელიც 1958 წელს გადაღებული "აკრძალული ბილიკის" შემდეგ ვეღარ განვითარდა
This post has been edited by morige on 9 Jul 2011, 12:13