ინტერვიუ ჯეფ დევისთან - ETonline (Teen Wolf Season 3B Spoilers)
September 13, 2013 at 4:47pm
მე-3 სეზონის მე-12 სერიის ბოლო ეპიზოდში პიტერმა საკუთარ თავს ალფა უწოდა. ეს როგორ გავიგოთ?
ჯეფ დევისი: ეს მხოლოდ მის თავშია. მას სურს, რომ საკუთარი თავი დამსახურებულად აიყვანოს სამეფო ტახტზე . მან გამოაცხადა, რომ განზრახული აქვს საკუთარი ძალების უკან დაბრუნება, ასე რომ ის მანიპულაციის ოსტატია. ჩვენ გვინდოდა დერეკის ბნელ კუთხეში ყოფნა, რომ პიტერი მის ზურგს უკან გაძლიერებულიყო. თქვენ ნახავთ როგორი მაქინაციები მოხდება. სახალისოა ამ დრამის ყურება, პიტერს ძირითადად მისი ღირსების და სტატუსის დაბრუნება აქვს განზრახული.
ესეიგი პიტერი "დიდი ბოროტება" იქნება ზამთრის სეზონში?
მე მას "დიდ ბოროტებას" არ ვუწოდებდი, მაგრამ ის ნამდვილად უარყოფითი პერსონაჟი იქნება.
ჯენიფერმა თქვა, რომ პიტერს შეუძლია ალფას სტატუსის მოპაროს სკოტის. მოახერხებს ამას?
პიტერმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ სკოტი უფრო ძლიერი მოკავშირეა და მასთან ყოფნა დასჭირდება... ან შესაძლოა მის წინააღმდეგ წავიდეს. მომწონს ის იდეა, რომ პიტერი შესაძლოა სკოტს დაუპირისპირდეს. ეს მოლოდინს უფრო საინტერესოს გახდის.
თქვენ ასე თქვით, რომ ლიდიას კავშირი პიტერთან ზამთრის სეზონში დიდ ადგილს დაიკავებს? ამაზე რას გვეტყვით?
ოჰ, რა თქმა უნდა! თქვენ გაიგებთ საიდუმლოს, რომელიც მათ აკავშირებთ, თუ რას ნიშნავს პიტერის ნაკბენი ლიდიასთვის და როგორ არიან ისინი დაკავშირებული ერთმანეთთან. კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი. სცენარისტები მსჯელობდნენ სად იყო ამ ისტორიის ადგილი როდესაც ზაფხულის სეზონს ვიღებდით. იქ ძირითადად სკოტზე და დერეკზე იყო ფოკუსირება, ასე რომ მაშინ ეს დროებით გვერდზე გადავდეთ, ზამთრის სეზონში კი ამაზე უფრო მეტ ფოკუსირებას მოვახდენთ. ახლა ჩვენ მათი ეპიზოდის გადაღების დეტალებზე ვთანხმდებით და ვფიქრობ ფანებს ეს ძალიან მოეწონებათ.
რადგან ლიდიაზე ვსაუბრობთ, ახლა ვიცით რომ ის არის "ბანში." შემდეგში რა მოხდება?
თქვენ ნახავთ თუ როგორ ისწავლის ის ამის გაკონტროლებას, გაიგებთ თუ რას ნიშნავს იყო "ბანში" და ყვირილი რა როლს თამაშობს ამაში. ეს უფრო "იქსმენური" და სუპერგმირული რამ არის, მაგრამ ჩვენ ამას ჩვენს კონტექსტში გავაკეთებთ, Teen Wolf-ის სამყაროში.
ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ლიდიამ სკოტის და ელისონის გუნდთან ერთად მოაგვაროს სამომავლო პრობლემები?
კი, ნამდვილად. ეს კი სიძნელეებს შექმნის ლიდიას და ეიდენს შორის იმიტომ, რომ ლიდია კარგი ადამიანების გვერდითაა, რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალა რაიმე კარგისთვის გამოიყენოს, მაშინ როდესაც ეიდენი ადრე ტიპიური ცუდი ბიჭი იყო. ლიდიას მისთვის მოუწევს უთხრას, რომ: მე კარგი გოგო ვარ, შენ კი ცუდი ბიჭი, ამიტომ არა მგონია შენთან ყოფნა მინდოდეს. ეს ლიდიასთვის დიდი კონფლიქტი იქნება განსაკუთებით მაშინ, როდესაც უფრო ძლიერი გახდება.
რა იქნება ითანის და ეიდენის როლი ზამთრის სეზონში? მათ აღარც ხროვა ჰყავთ და აღარც მიზეზი აქვთ ბიკონ ჰილსში ყოფნის.
მათ ახალი ხროვა დასჭირდებათ. მათთვის ერთ-ერთი მთავარი სიძნელე მათივე ცუდი რეპუტაციაა, ასე რომ დაცვა დასჭირდებათ, ამიტომაც ისინი სკოტს და ლიდიას დაეხმარებიან.
დენიზე და ითანზე რას გვეტყვით?
მათი ურთიერთობა განვითარდება, ეს კი ყველაფერზე მოახდენს გავლენას. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი მათგანისთვის კარგად არ დამთავრდება.
აიზეკსა და ელისონს შორის რას უნდა ველოდოთ?
ისინი რამდენიმე ეპიზოდში გამოამჟღავნებენ გრძნობებს, მათ არ სურთ, რომ აჩქარდნენ. რამდენიმე სახალისო სცენა გვაქვს პირველ ეპიზოდებში სანამ "სიბნელე ჩამოწვება." ამ დასასრულში რაც მომეწონა ის იყო რომ განსხვავებული ურთიერთობები იყო. შორდებიან, ისევ უბრუნდებიან, სხვებს ხვდებიან -- მაგრამ მეგობრობა ურყევია. სკოტს ყოველთვის ჰყავს სტაილსი, ეს განსაკუთრებით მომეწონა ფინალში. კი, სკოტი მარტოა, მაგრამ ჰყავს მეგობრები და ხალხი რომელიც უყვარს და რომლებიც კვლავ მის ცხოვრებაში არიან, ეს ახლა უბრალოდ ცოტათი განსხვავებულადაა.
ვერ წარმომიდგენია რომ აიზეკმა კვლავ სკოტთან იცხოვროს და თან მის ყოფილ შეყვარებულს ხვდებოდეს...
ეს შეუძლებელი გახდება და პირველ ეპიზოდში ამაზე სახალისო სცენები იქნება.
ამავე დროს სკოტი ნამდვილად დაკავებული იქნება. ალფად გახდომა შეცვლის მას?
ცოტათი. თქვენ პირველ ეპიზოდებში ნახავთ, რომ სკოტს უჭირს ამასთან შეგუება. ის დარწმუნებულია მის მაქციურ შესაძლებლობებში, მაგრამ ამავე დროს სკოლაშიც უნდა იაროს, როგორც ჩვეულებრივმა მოზარდმა, რაც მასში გაუცხოვების პროცესს გამოივევს. ის დაკარგავს თავდაჯერებულობას -- ჩვენ მისი პერსონაჟის დიდებულ პიროვნულ ხასიათზე ვმუშაობთ, რომლის განვითარებასაც მთლიანად წარმოვაჩენთ სერიებში.
დერეკმა ქალაქი დატოვა. რატომ?
ის განსხვავებული მისიით წავიდა, რომელიც მის ოჯახს ეხება და ძალიან მნიშვნელოვანია.
კომიკ-კონზე განაცხადეთ, ზამთრის სეზონში მოქმედებაში ჩაერთვება "კიცუნე" -- მატყუარა მელა. კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?
ეს ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ახალი მონსტრები გამოჩნდებიან ზამთრის სეზონში, რაც უფრო მისტიური იქნება და ზამთრის სეზონის დიდ ნაწილს დაიკავებს. ჩვენ ერთი სული გვაქვს როდის განახებთ ამ ისტორიას და იმედი მაქვს ფანებსაც მოეწონებათ იმიტომ, რომ ჩვენც აღფრთოვანებული ვართ.
დროის ცვლილება იქნება?
მხოლოდ რამდენიმე კვირა. პირველი ეპიზოდი ორად იქნება გაყოფილი. შემდეგი ორი ეპიზოდი ჰელოუინზე და ჰელოუნის შემდგომ ღამეზე იქნება, რომელსაც ზოგჯერ ქაოსის ღამეს ეძახიან -- რისი თქმაც შემიძლია ის არის, რომ გეშინოდეთ, ძალიან გეშინოდეთ.
წყაროი:
https://www.facebook.com/notes/teen-wolf-ge...583144475061248