პირველ რიგში სერიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! არ ველოდი პირველივე სერიაში კიცუნეს გამოჩენას.
რაც მთავარია თავიდანვე დაიწყო ახალი ინტრიგის შეკვრა. მალიას ისტორია - საინტერესოა თუ დაუკავშირებენ ამას პირველ სეზონებს.
როგორც ყოველთვის ასეთ დაძაბულობაში იუმორი მაინც არ ავიწყდებათ სცენარისტებს

აიზეკის ორჯერ "ფრენა" და სკოტის დედის რეაქციებზე გავიგუდე

"ეი თქვენ, ორივე ზებუნებრივო თინეიჯერო, ნუ გამოცდით ჩემს ზებუნებრივ მოთმინებას"
ძაღლის სცენაც ძალიან მაგარი იყო, რაღაცით დეიმონი გამახსენდა "დღიურებიდან" როცა სკოტმა დაუძახა Nice Doggy!"
და მთავარი ინტრიგა! ვის ჰყავს დერეკი და პიტერი დამწყვდეული?
მოკლედ ნამდვილად უნაკლო სტარტია! რა შედარებაა პირველ სეზონთან და ამ სერიასთან....
რა დაელოდება ერთი კვირა

რომ გამოვა რუსულად კიდევ ერთხელ ვუყურებ რომ ყველაფერი გავიგო, თორემ მალიას ისტორია ბოლომდე ვერ მივხვდი...
აბა ველი თქვენს განხილვას!