sallli1მართალი იყავი ნერვები მომეშალა. რომ ლოდინი მიწევს. შეშლილი სიზმარ-რეალობის გარდა ვერაფერი ბევრი ვერ გავიგეთ და უნდა ვეგდოთ ახლა ეგრე.
MundoStudiosმივესალმები თქვენს წამოწყებას

მე მიუჩვეველი ვარ ქართული თარგმანით ყურებას და ცოტა თავიდან მეუცხოვა მაგრამ არ იყო ცუდი. თუმცა კიდე უფრო ვისურვებდი დახვეწოთ. მეტი ემოციურობით გახმოვანება უნდა. მონოტონური რომ არ იყოს. რუსებს მაგალითად ეგ საუკეთესოდ გამოსდით, როცა კარგად თარგმნიან. ეფექტურია უფრო
რაც შეეხება ამ სერიას ახლა

მოკლედ თავიდან ყურება რომ დავიწყე უცებ ვერ მოვიაზრე სად ვიყავი გაჩერებული, იმდენი დრო იყო გასული

ერთი პერიოდი ისიც გავიფიქრე ხომ არ გამოვრთო და წინა სერია ხომ არ შევიხსენო მეთქი

მაგრამ მერე გადავიფიქრე, გამახსენდა ნელ-ნელა

სტაილზი ისევ ფორმაშია, მომწონს. ყველაზე ორიგინალურად ამას ემართება ისე ეს უცნაურობები.
ელისონ-აიზეკ-სკოტის სამკუთხედი შეიძლებოდა უფრო დახვეწილად გაეკეთებინათ, ვიდრე სკოტის ერთი მუშტის მირტყმა აიზეკისთვის. რაღაც ტელემუნდოსავით გამოვიდა

პ.ს. ისე მეგონა აიზეკს უკეთესი გემოვნება ექნებოდა. ისევე როგორც სკოტს კირაზე
ლიდია მაგარია

დერეკის ლომკა რომ დამეწყო მერე მომიგდეს სერიის ბოლოს ეგ და პიტერი და მერე მივხვდი რა მომნატრებოდა. პიტერ-დერეკ-სტაილზის ღადაობები
იტოგში ველი ახალ სერიას
პპ.ს ვაიმე რამდენი ვწერე
მოაშორეთ ეს უაზრო წესია თუ რაღაც. ემოცია მაქ და სად წავიღო აბა? (გაბრაზებულისმაილი)