მე და ამერიკელ მაყურებლებ ასე გვგონია

არაერთი თეორია შექმნეს რომ შეიძლება მეორეც გამოჩნდეს და ელისონი აღმოჩნდეს.
მოიცა დაგიკოპირებთ ახლავე თეორიას:
სეზონის დასაწყისში ჩვენ ვნახეთ რომ ჭკუიდან სამივე პერსონაჟი იშლებოდა - ელისონი, სტაილსი და სკოტი. თუმცა ამჟამად ჩვენ ვხედავთ, რომ ჭკუიდან მხოლოდ სტაილსი იშლება. იქნებ დანარჩენები ბევრად უკეთ მალავენ ამ შეშლილობას?
გავიხსენოთ წინა სერიები - როდესაც სტაილსი გაუჩინარდა და ეძებდნენ მას, ელისონს ვერავინ უკავშირდებოდა, ვერავინ პოულობდა. აიზეკმა ის მხოლოდ მაშინ მონახა, როცა სტაილსი უკვე იპოვეს. ამასთან ერთად ელისონის ტელეფონში უცნაური იაპონური სიტყვები იყო ჩაწერილი, რომელიც ჯერ ნორმალურად ვერ გავშიფრეთ.
გავიხსენოთ მე-19 სერია. ჯარედმა თქვა რომ მას საჩუქრის ყუთი სადაც ვითომდა ბომბი იდო რამდენიმე ადამიანმა მისცა. ის ამბობს: "როცა მათ ეს მომცეს არ ვიცოდი რა იყო" - შეიძლება ერთ-ერთი მათგანი ელისონი იყოს?
ბოლო დროს მისი პერსონაჟი საეჭვოდ იშვიათად ჩანს... ამასთან ერთად მეოთხე სეზონის გადაღებებზეც არ შეუმჩნევიათ. ნიშნავს ეს იმას, რომ ის მეორე ნოგიცუნეა და სეზონის ბოლოს მოკვდება?
კიდევ ერთი მიზეზი ამ თეორიისთვის:
კატაშიმ ელისონის მამას უთხრა: გაანადგურე ნოგიცუნე მაშინაც თუ ის შენი საკუთარი ქალიშვილი აღმოჩნდებაო და ელისონს ირონიულად გახედა. შემდეგ სერიაში კატაში მკვდარი იპოვეს
"ონები" ეძებდნენ ნოგიცუნეს და ყველა შეამოწმეს ელისონის გარდა!!
რატომ ეცხადებოდა სეზონის დასაწყისში ელისონს თავისი ჩრდილი? ნოგიცუნეც ხომ ამას ეუბნებოდა სტაილსს რამდენიმე სერიის წინ "ის ყველას გააჩნია, მაგრამ მისი დაკარგვა არავის შეუძლია"

This post has been edited by gio-giorgi54 on 27 Feb 2014, 16:34