მეოთხე სეზონზე რამოდენიმე აპდეითს დავდებ.
გადაღებები როგორც გავარკვიე მარტის დასაწყისში დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. სულ იქნება 9 ეპიზოდი საშობაო სერიის ჩათვლით. როგორც ვარაუდობენ პირველი სერია გაიხსნება მეთუს დაკრძალვით და გამოსამშვიდობებით. ოფიციალურად ერთადერთი ფოტოა გავრცელებული მე-4 სეზონის. მერი და მისი შვილი ჯორჯი.

როგორც ირკვევა შოუს კრეატორი ჯულიან ფელოუსი ამჯერად მე-4 სეზონზე უფრო ნაკლებ დრამას შემოიტანს და უფრო მეტად კონცენტრაციას მოახდენს თვითონ გმირების პერსონებზე. ქასთს შეემატნენ ბევრი ახალი მსახიობი.

Tom Cullen - ლორდი ჯილენჰალი, ოჯახის ძველი მეგობარი რომელიც ჩამოვა დაუნთაუნში საოჯახო წვეულებაზე. როგორც ვარაუდობენ მას და მერის შორის მოხდება რაღაცა...

Dame Harriet Walter - ლედი შაკლეტონი ოჯახის ძველი მეგობარი.

Nigel Harman - ახალი ვალეტი/მსახური

Joanna David - გრაფინია იეოვილი (მოწვეული მსახიობი)

Julian Ovenden - არისტოკრატი ჩარლზ ბლეიკი

Dame Kiri Te Kanawa - სტუმარი რომელიც იმღერებს სახლში

Gary Carr - ჯაზის მუსიკოსი სახელად ჯეკ როსი.

Paul Giamatti - კორას ძმა ამერიკიდან.
ბრენსონის გმირი (სიბილის ქმარი) უფრო მეტი დატვირთვა მიცემა სერიალში, ის გახდება რობერტის მარჯვენა ხელი. მერი და ბრენსონი უფრო დაუახლოვდებიან, თუმცა სასიყვარულო ინტერესი არ იქნება მათ შორის. სერიალში არ დაბრუნდებიან ობრაიანი და ეთჰელი. ედითი უფრო გლამურული და საინტერესო პერსონაჟი გახდება, რამოდენიმე აღმაასვლა- დაღმასვლას ვნახავთ ანასა და ბეიტს შორის, სერიალში დაბრუნდებიან ბებია ვიოლეტა და ედიტის ექს საქმრო ჯვრისწერიდან რომ გაიქცა

კორას დედა მართა საშობაო სერიაში შემოვა. ასევე მამიდა როზამუნდს ექნება ტანგოს სცენა სადაც ის ცეკვავს.