ვაჰ რატოა ეს თემა ასეთი ინაქტიური?
ვაჰ საინტერესო სერიები იყო, მართალია უკვე დიდიხანია მეგი სმიტის პერსონაჟის გამო ვუყურებ ამ სერიალს, მაგრამ არც ისე ცუდად განვითარდა ეს სეზონი, როგორც ველოდი.
ნუ ბეითსი გამოადებილეს ცოტა არ იყოს ანას ამბავს რომ ვერ ხვდება.
ობრაიანის შემცვლელის შემცვლელი მაინტერესებს როგორი იქნება. თანაც ბეროუს მოყვანილი
მისის ჰიუსი მაგარი ქალია, წაუპატრიკჯეინებს ;დ
ბრენსონი როგორც ყოველთვის საყვარელია <3
ბეროუ კიდეე ისევ გაბოროტდა.. მოკლედ ეგ კაცი როცა შეყვარებულია არაა ასეთი საზიზღარი
და ახალი პერსონაჟი, ის შავკანიანი მომღერალი უკვე მომეწონა.. საინტერესოა მაგის და როუზის ამბავი როგორ წარიმართება.
პ.ს მეგონა მეთიუ მომენატრებოდა. მაგრამ რატომღაც არ მენატრება