#55505832 · 20 Nov 2019, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქაც დავწერ რაა . . .
ეს რა იყო
ეს იყო სასწაული
არ მაქვს ცუდი რეზიუმე სერიალების მხრივ, მაგრამ ამ არც ისე პატარა ასაკის კაცი თუ სერიალზე ვიტირებდი არ მეგონა, არ მეგონაც არა - ვერ წარმოვიდგენდი
აი, ყველა პერსონაჟი ცალკე სერიალს რომ იმსახურებს
მოდი თქვენის ნებართვით რამოდენიმეს გამოვყოფ
კარსონი - ყველა გათანამდეროვდა, ყველა შეიცვალა და კარსონი დარჩა ძველი ყაიდის ადამიანად სულ, სულ ბოლო სერიაში როცა ბეიტს მშობიარობა დაეწყო მერის ოთახში იმაზეც აღშფოთდა - ვის გაუგონია მსგავსი რამეო biggrin.gif
ბაროუ - ეშმაკი, ფლიდი - მაგრამ მაინც შემეცოდა. შემეცოდა იმიტომ რომ როგორიც ის იყო - ანუ გეი, მაგას იმ დროს დასჯიდნენ კაკნონით თან. მართალია მსგავს ხალხს ახლაც დასდევენ, მაგრამ შედარებაც არაა მიდგომებში. ცდილობდა თავი გადაერჩინა და აირჩია ის გზა რაც ჰქონდა არჩეული. გამიხარდა რომ სახლში დარჩა ბოლოს.
დეიზი - ჩერჩეტი და ჯიუტი გოგო, რომელიც მთელი სერიალი ცდილობდა სითამამეს და ბოლოს და ბოლოს დადგა იმ გზაზე რომ გადახედა შეხედულებებს. ამის ნათელი მაგალითი ფერმაში გადასვლის გადაწყვეტილება და თმების შეჭრა იყო.
მძღოლი სიძე - პერსონაჟი, რომელსაც არ ჰქონდა უარყოფითი თვისება და ბოლოს, როდესაც იმ გოგომ დაიჭირა თაიგული ეს უკვე მინნიშნება იყო.
მოსლი - გაჭრა ჩაკეტილი წრე, გაჭრა ის შეხედულება რომ სულ მოახლე, ლაქია, მსახური არ უნდა იყო და თუ მოინდომებ შეძლებ იყო კარგი მასწავლებელი.
სპრედი თუ სპრეტი - ქალბატონის მოურავი - ძალიან სასაცილო, ძალიან საყვარელი და ამავ დროს ძალიან თანამედროვე პერსონაჟი.
მთელი ოჯახი - ყველანი კარგები, კეთილები და ადამიანურები.
და ბოლოს
კროულის და მეგი სმიტის პერსონაჟის ,,საუბრები" , კბენები, კინკლაობები - ცალკე სერიალია გადასაღები
და სულ ბოლოს
მეგი სმიტის პერჯონაჟი
ძველი ყაიდის, ამავ დროს თანამედროვე, რაც არ უნდა მიუღებელი, ცუდი ((ცუდი ანუ მიუღებელი იმ საზოგადოებისთVის)) ყოველთVის გამოსავლის მომნახველი, კარგი დამრიგებელი და ა. შ.
მისი ალაგ - ალაგ კომენტარები ცალკე ჟანრი იყო ამ სერიალში.
მოკლედ სერიალების სერიალია. არ მინდოდა დასრულებულიყო.
ბოლო სერიაზეც მომადგა ცრემლები
--------------------
Forza იტალია! იუვე! ფერარი! როსი! (მაკარონნიკი) ,,ყველა რუსი ვირუსია" საქართველოს გადაარჩენს ოვალი < Tu Vuo Fa L'Americano >
|