როცა მესამე სეზონმა დაიწყო გამოსვლა მაშინ ვუყურე პირველ სამ სერიას და დიდად იმედგაცრუებული დავრჩი, საშინელი სერიები იყო
მაგის მერე შევეშვი უდროობის გამო, ამას კი არა ყველა სერიალს შევეშვი რასაც ვუყურებდი
ხოდა ამ უკანასკნელ 2 თუ 3 დღეში ვუყურე ერთიანად 9 სერიას და აი ძალიან მოიტანა
ფაქტიურად სერიალი დაიწყო იმ მომენტიდან ქერი რო ეუბნება საულს გამოგვივიდააო და პირველად გავოცდი ამ სეზონში, მაგრად გვაჭამეს სცენარისტებმა
კი დასჭირდათ რამდენიმე სერია რო საძირკველი ჩაეყარათ სიუჟეტისთვის მაგრამ ღირდა
ცალკე საულის გეგმამ ანუ სიუჟეტის განვითარებამ გამაოცა
და ფინალი ხო დედისმსერავი იყო
ცრემლები მომადგა, ბოლომდე არც მჯეროდა ბროუძის სიკვდილის
პირველი სეზონი რო მორჩა ხალხი ამბობდა და სავარაუდოდ რო მოვძებნო მეც მე მექნება იმავე შინაარსის პოსტი დაწერილი ამ თემაში, რომ მაგ სერიაზე უნდა დასრულებულიყო სერიალი და იქნებოდა ერთ ერთი ყველაზე მაგარი შოუ, ნუ მინისერიალი
მაგრამ მოკლეს არა პირველი სეზონის ბოლოს არამედ მესამის და ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება იყო.. გვაჩუქეს ერთის ნაცვლად 3 უტყნაჩოესი სეზონი
სხვისი არ ვიცი მარა მე ვაყენებ მესამეს, წინა ორი სეზონის გვერდით.. სტარტის მიუხედევად მაგრამ წინა სეზონებშიც ასე იყო, ნუ პირველში უფრო
რამდენიმე რამ არ მომეწონა მხოლოდ
1) ბროუძის ოჯახი.. მაგრამ ისიც სიმართლეა რომ ამის გარეშე არ შეიძლებოდა
2)ის ზანგი ექიმი რომელიც ბროუძის ჰეროინს აჩეჩებდა მის ყოველ ეკრანზე გამოჩენისას? რატომ?
3) გაიძახოდნენ ძნელია იმ როჟის მოკვლაო, ჯავადის ბოსისო, მაგრამ ბროუძის ადვილად გამოუვიდა.. თუმცა რომ ვუყურებდი მაგ მომენტს მაინც არ მომჩვენებია არარეალისტურად და თუ გინდათ მეც მირტყით საფერფლე თავში
მოკლედ ერთი სიამოვნება იყო ეს რამდენიმე დღე და მომავალ სეზონზეც ასე ვიზამ, დავაგროვებ და ერთად ვუყურებ
მაგრამ მომავალ სეზონში რა მოხდება წარმოდგენა არა მაქვს, ბროუდის გარეშე

მგონი ალბათ მართლა აჯობებდა აღარ გაეგრძელებინათ მეოთხე სეზონზე და იმ ვარსკვლავის მიხატვით დამთავრებულიყო, სუპერ სერიალი იქნებოდა.. თუმცა ვნახოთ :დ