გუშინ დავასრულე მესამე სეზონის ყურება... მეოთხეს ნახვას აზრი აღარ აქვს. სერიალის მთელი მუღამი ამერიკელი ტერორისტის ბედ-იღბალში იყო, რომელიც ხელიდან გამოგვაცალეს

ფაქტობრივად, სიუჟეტს მთავარი ჩონჩხი გამოეცალა. მეოთხე სეზონი საუკეთესო ვარიანტში პატარა დეტექტიურ გაწელილ სერიალს დაემსგავსება, რომელსაც გაძეძგავენ თინეიჯერების ყოფითი პრობლემებით, კარიერისტი ქერის არეული პირადი ცხოვრებით, რომელიც ხან ვის აძლევს, ხან ვის და როგორ იტანჯება, რომ ცუდი დედაა...
მაგრაამ, პირველი და მეორე სეზონი იყო ძალიან კარგი, მესამესაც არაუშავდა... ფინალიც სრულიად ლოგიკური და ბუნებრივი იყო.

მეოთხე სეზონის გადაღების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ სერიალმა გაამართლა!
This post has been edited by Melpomene on 12 Feb 2014, 20:09