http://www.ptpress.ge/index.php?option=com...adoeba&Itemid=3„შუა ქალაქიდან“ მთავარი გმირები გაუშვეს
თამუნა ნიკოლაძე: მეათე სეზონი რომ დამთავრდა, ჩვენ ვიცოდით, რომ სერიალი მთლიანად დასრულდა. გმირები სახლს ვემშვიდობებით. ნამდვილად არ გვეგონა, რომ ოჯახები - ჩხეიძეებისა და ღლონტების დაიშლებოდა და ისე გააგრძელებდნენ სერიალს. ლაშიკო და ქეთევანი ცალ-ცალკე წარმოუდგენელია. გვეგონა, რომ კასტინგი ტარდებოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ახალი სერიალისთვის. მერე გავიგეთ, რომ ახალ მსახიობებს „შუა ქალაქისთვის“ იყვანდნენ.
- საწყენია. ამდენი ხანია ერთად ვართ. უკვე ნათესაობაც კი გვაკავშირებს. ამხელა რეიტინგების მატარებელი მსახიობების გარეშე ამ სერიალის გაგრძელება ვერ წარმომედგინა. ეს არ იყო მხოლოდ სცენარისტებისა და პროდიუსერების გაკეთებული სერიალი, ეს მსახიობებთან ერთად შექმნილი მაღალრეიტინგული პროდუქტია. ყველა ერთად ვაკეთებდით ამ საქმეს და ამიტომაც იყო ასეთი წარმატებული. ამ სერიალმა დიდი წარმატება მომიტანა. ჩემი თავი გააცნო და მთელ საქართველოს შეაყვარა. ახალ მსახიობებს ვუსურვებ ჩვენი დატოვებული ცხელი რეიტინგი შეინარჩუნონ. სხვათა შორის ეს სახელწოდება სცენარისტებთან ერთად ჩვენი, მსახიობების დარქმეულია. არის მეორე მხარე, 40 წელი არ შეიძლება მსახიობებმა ერთი და იგივე ითამაშონ. ამით მსახიობი ვერ გაიზრდება. ახლა უკვე გვექნება შესაძლებლობა ახალ-ახალ როლებში წარმოვაჩინოთ თავი.
მაია დობორჯგინიძე: არ ველოდი, რომ სერიალი უჩვენოდ გაგრძელდებოდა. მანამდე გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგადაა და უნდა გაგრძელდესო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „შუა ქალაქი“ ჩვენს გარეშე იქნებოდა. არარეალურია. ჩვენი ასეთი დამოკიდებულება გასაკვირიც არ არის, ხო? მანამდე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სერიალი დაიხურებოდა. აღმოჩნდა რომ, კი არ იხურება, გრძელდება, ოღონდ უჩვენოდ. როგორც უნდოდათ, ისე გააკეთეს.
- განაწყენდით?
- მიჩვევაა. ერთი მხრივ, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ გულნატკენი უფრო არ ჰქვია ამას. ერთად ყოფნას მივეჩვიეთ, თორემ ეს ოდესმე რომ მოხდებოდა, ვიცოდით.
- უფრო ფორმა არ მოგეწონათ.
- არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ჩვენი გამოშვების ფორმა არ მომეწონა. თუმცა არც ამაზე ამიგია რამე. ვფიქრობ, ამ ფაქტს, როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარე აქვს. ერთ ადგილას ვიყავით გაჩერებული, ძალიან ვბუქსაობდით, სცენარი ფაქტობრივად არ არსებობდა. მსახიობები ყველაფერს ვაკეთებდით, რომ სერიალი გადაგვერჩინა. სცენარისტებიც ცდილობდნენ ამას. როგორც ამბობდნენ, გმირებმა თავისი თავი ამოწურესო და საინტერესო ხუმრობებს ვერ ვწერთო. ვინც „შუა ქალაქს“ უყურებდა, თვითონ იმსჯელოს, წერდნენ საინტერესო სცენარს, თუ ვერ წერდნენ.
This post has been edited by out of use on 21 Oct 2011, 19:22