გუშინ, "კაცების შოუს" მოლოდინში "შემომეყურა" ბოლო სერია. შთაბეჭდილება - ძალიან ცუდი!!
პეტოს და ლაშიკოს საძინებლის სცენა იყო კოშმარი. ასეთი ცუდი სცენა არც ერთი სეზონის არც ერთ სერიაში არ მახსოვს. ეს იყო უაზროდ გაწელილი უაზრო სცენა. არაფერი რომ არ იყო სასაცილო... არ გამეცინა კი არა, ნერვები მომეშალა და ეს აშლილ-მოშლილი ნერვები სერიის ბოლომდე გამყვა. ბოლოს, ერთადერთი პეტოს "ტრაკებო"-ზე გამეცინა.
თათიას საცოდაობით დავიწვი

თუ ახალია ეს მსახიობი ამ სერიალში, მაშინ ეპატიება. ალბათ ნერვიულობს, მაგრამ თუ ახალი არ არის, ეავიცი...
კიდევ იყო რაღაცეები, რაც არ მომეწონა, მაგრამ აღარ გავაგრძელებ.
მოკლედ, კიდევ ერთხელ ძალიან ცუდი!
არადა, ამ ბოლო სეზონის რამდენიმე სერია ვნახე და გაცილებით უკეთესი იყო.
გემოვნებაზე არ დაობენ უგემოვნოები! © მე.
რა ღორია ეს გოჭი! © ესეც.