გადავხედე მთელ თემას და რა მაგარია

)
5 კატეგორიის მპოსტავები აღმოვაჩინე:
1. ჩასაფრებულები -- სუ ადრე რო ამბობდნენ რო მოაშორეთ ეს ღლონტები და ბუჰეჰეჰეო, მერე რო ამბობდნენ სად წაიყვანეთ ჩვენი სასიქადულო ღლონტები და ბუჰეჰეჰეო, ეხლა რო ვეღარ ამბობენ ღლონტები მაინც სულ სხვააო (რადგან ყველამ ვნახეთ ალუბლების ქუჩა და სიცილი-ჯი) და რაღაცეებს რო ამბობენ -- მაგალითად -- "ლაშას რო საროჩკა ეცვა პირველ სცენაში, ის რატო ეცვა მეშვიდე სცენაშიც?, ძაან არარეალურია რა..." და ასე შემდეგ...
2. სასტავი, რომელსაც მოსწონს ახალი შუა ქალაქი, მაგრამ მაინც ჩემი ცოლის დაქალებს აღმერთებენ, ასე ამბობენ -- კი, სასაცილოა, შევეჩვიეთ ახლებს, ის საყვარელია, ეს საყვარელია, ეს სასაცილო იყო, ის სასაცილო იყო, სულ ვუყურებ, მაგრამ მაინც შემი ცოლის დაქალები ჯობიაო (არ ვუყურებ, მაგრამ მაინცო)
3. რო ამტკიცებენ, რო სიცილები დადებულია, ("აბა ამ შტერობაზე ვინ გაიცინებს, ან საერთოდ ჩაწერაზე ვინ მივა"), რო უკვირთ რატო გააგრძელა იმედმა ეს სერიალი და ჯობდა, რო ცხელი ძაღლი გაეგრძელებინათ, რო ამბობენ, რო არც ერთ პერსონაჟს არც ერთი სასაცილო ხუმრობა არ უთქვამს არც ერთხელ არასოდეს და არც არასოდეს არც ერთი პერსონაჟი არც ერთ სასაცილო ხუმრობას არ იტყვის არასოდეს
4. რომლებსაც არ უკვირთ, რო შუა ქალაქი ისევ რეიტინგულია (შაბათ კვირას პირველ ადგილზეა ხოლმე) და ამბობენ რომ მასა უგემოვნოა
5. რომლებსაც მოგვწონს