ამ სერიალს ამხელა რეიტინგი რატო აქვს ვერ ვხვდები... საშუალოზე დაბალი დონის სერიალია.... რაღაც სამხრეთ ამერიკულ სერიალებს გავს, ერთი ბოროტი პერსონაჟი რომელიც ყველას სძულს... მაგ ბოროტ დედოფალს ზუსტად ვენესუელური სერიალების მთავარი ბოროტი გმირის ვიზუალი აქვს... რაღაც გვადალუპეს დედინაცვალი ქალია...
მაგარი პატარა მასშტაბის სერიალია.... ყოველი სერია ერთმანეთს გავს... ეფექტებიც მაგარი სუსტია... და ბევრ პერსონაჟს არ უთმობენ დროს, ჩვენს სამყაროში...
ალბათ ხალხს თვითონ იდეა მოსწონს, ჩვენი საყვარელი ზღაპრების/მულტფილმების გმირები ერთად... მარა განხორციელება ძაან სუსტია...
და კიდევ ალბათ მსახიობები მოსწონთ, რომლებსაც სხვადასხვა საყვარელი სერიალებიდან ვიცნობთ და გვიყვარს... ჯენიფერ მორისონი, ჯინიფერ გუდვინი, ემილი დე რავინი, რობერტ კარლაილი, რომელიც შოტლანდიელია და ბრიტანელების გარეშე ხომ წარმოუდგენელია ამერიკული სერიალი

♥
რავი... თავიდან ისეთი ინტერესი მქონდა და ბოლოს ლამის შუა სეზონში დავანებე თავი... მერე მაინც ვნახე ბოლომდე და არაფერი.... არ ვიცი მეორე სეზონს თუ ვუყურებ....
"I feel I stand in a desert with my hands outstretched, and you are raining down upon me."
"You are allowed to lose a little bit of control. But sometimes it's just not good enough."
"Qué guapa vas, joder!"
"Poppins, you flirt."
"But you're so sweet, like a cupcake" "What about us?"