ავთოს რძალი ძალიან მაგრად თამაშობს. როგორ გამოიჭირა ნელიკო. დააბრეხვა ამ შტერმა, ჩვენთან გადმოვიდესო და როგორ შეაჩერდა კმაყოფილი ის რძალი (არც ვიცი, რა ქვია). ეგ ქალი და ავთოს შვილი რომ შემოდიან ხოლმე სერიალში, მე ვიძაბები.
ისე, ავთოს დედას ვინ თამაშობს?
მოკლედ, მოსავლელი მოხუცების სახით კიდევ ერთ ვეევერთელა ჭრილობას დაადეს ხელი ამ სერიალში.
ეჭვი მაქვს, ხურცილავა ნელნელა იქცევა უარყოფით პერსონაჟად. ლექსების და ტაშფანდურის გარდა არც აქამდე ჰქონია კონსტრუქციულობისკენ დიდი მიდრეკილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ნიკა სანატრელი გაგვიხდება.
ტასოს კიდე, ენაცვალოს ბიძია პათეტიკოსი! ნიჭიერი ბავშვი. ერთადერთი სმენიანი. რა იყო ის, უსმენო ბავშვები გუნდი საბავშვო ბაღის სცენის დასაწყისში?
დაბოლოება მომეწონა. “რა ხდება ამერიკაში?“ - “ამერიკაში? არაფერი, აბსოლუტურად არაფერი“ - კარგად თქვა დედამ.
და საერთოდად, მაგარი სერია იყო. აშკარაა, რომ სიუჟეტის ყველა მიმართულებით სიტუაციის სერიოზული დამძიმებისკენ მივდივართ, ისეთი რაღაცები მოხდა დღევანდელ სერიაში.