ეხლა შემოვიხედე და ბარემ მეც დავწერ რეალურად როგორი სერიალია, თან ემოციებმაც გადამიარა და ცივ გონებაზე შევაფასებ
SPOILER
*რავი მეც იმის მუღამით უფრო ვუყურებდი ტედის საცოლე რომ გამეგო
*დიდად გადასარევი კომედია არ არის, ზოგი სერია დამღლელიც კი იყო
*უფრო რაღაცნაირი ცხოვრებისეული სერიალია და ალბათ მაგიტომაც იყო სევდიანი ისტორიებიც ჭარბად
*კომედიური სერიალისთვის, ჩემი აზრით ზედმეტი იყო ამდენი ფლეშბექები, ზოგჯერ 3-4 ერთმანეთზე გადაჯაჭვული ისტორიის წარსულს იხსენებდა ტედი და მერეოდა ხოლმე სიუჟეტი, მერე რომელ მომენტს რომელ სეზონში და სერიალში ამოგიტივტივებდნენ კაცმა არ იცოდა და ისე იყო ყველა მომენტი უნდა დაგემახსოვრებინა, რაღაც მომენტებში მეგონა შერლოკს ვუყურებთქო. უფრო მეტი სიმარტივე მოუხდებოდა იმჰო
*მინდოდა რობინი დარჩენოდა ტედს, ცრემლები მარტო მაშინ წამომივიდა ბოლო სერიებში ბარნის რომ დაშორდა და რობინის გარეშე იკრიბებოდნენ ბარში, მეგონა ვსიო რობინი წავიდა ამათ სამეგობროდანთქო და ამეტირა მარტო რომ რჩებოდა რობინი. რაღაცნაირად გამიხარდა კიდეც ტედის ცოლი რომ მოკვდა და ნუ საუკეთსეო დასასრული იყო, რავი რობინთან რომ მივიდა. მანდ იმდენი რამ იყო დასაჭერი, რომ ჯერ ერთი რობინს შვილები არ ეყოლებოდა და ტედის შვილები დარჩა სიმბოლური იყო ალბათ, მერე მეორე ნუ ამაზე უკეთესად ვერც გათვლიდნენ სცენარისტები, ინტრიგა უნდა ყოფილიყო ტედის ცოლის სახით, რადგან სხვა შემთხვევაში თავიდანვე გაიასნებული ფაქტი იქნებოდა რობინი და ტედი რომ ერთად დარჩებოდნენ და ბოლოს ყველაფერი, რომ გაირკვეოდა ტედის ცოლსაც მოიშორებდნენ და ასეც მოხდა, მაგრამ მაინც შეიძლებოდა უფრო ტექნიკურადაც მოეშორებინათ. ვითომ ხომ მთელი სერიალი ტედი როგორ შეხვდა ტრეისის მაგაზე იყო აგებული, მაგრამ რეალურად ძალიან მინიმალური როლი ქონდა ტრეისის იმ მხრივ, რომ მხოლოდ იმიტომ გამოიყენეს, თავიდანვე არ გაიასნებულიყო რობინის და ტედის ერთად ყოფნა. ერთის მხრივ შეიძლება საკვანძო ფიგურა გეგონოს და თვლიდე რომ მასზე გაიარა სერიალმა და მეორეს მხრივ უბრალოდ გამოიყენეს ზედმეტი ჰიპოთზის შესაქმნელად.
*საბოლოო ჯამში კარგი სიტკომი გამოვიდა და როცა დავამთავრე მივხვდი, რომ რაღაც კარგი და საინტერესო რამ დამთავრდა ჩემ ცხოვრებაშიც
*იმის მიუხედავად რომ 2-3 თვეში დავამთავრე მთლიანად სერიალი, მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დიდი ხანია ამ სამეგობრო წრესთან ერთად მოვდიოდი და შემდეგ დავშორდით ერთმანეთს
*პერსონაჟებიდან მაინც ბარნია ჩემი ფავორიტი ამ სამეგობრო წრიდან, ალბათ უფრო იმიტომ რომ "ბარნია" რა და ხო მაგანაც რამდენი რამ გამოიარა, მარა დარჩენილი პერსონაჟებიდან მხოლოდ მან შეძლო ძველი ბარნი გამხდარიყო, იმედი მქონდა სხვებიც ცოტახნით დაივიწყებდნენ შვილებს ოჯახებს და ისევ ძველებურად იგიჟებდნენ, მაგრამ სხვამ ვერავინ მოახერხა და ბოლოს, მხოლოდ ბარნიმ შეძლო მასთან ერთად მეც დავებრუნებინე წარსულში მაშინ, როცა სერიალი იწყებოდა.