ვინც ჩვენს თემას თვალს ადევნებს, ალბათ გახსოვთ, რომ ადრე ნინო წერდა
ახალი სერიალზე
Salve Jorge („გვიშველე წმინდაო გიორგი“)––2012–2013 წწ.
მე მოვიპოვე ცოტაოდენი ინფორმაცია ამ სერიალზე და შემოგთავაზებთ:
მაშ ასე:
მთავარი მოქმედი პირები:
მორენა( ნანდა კოსტა)
მორენა ცხოვრობს Alemão–ს კვარტალში და ჰყავს 14 წლის ბიჭი ჯუნიორი. მას შეუყვარდება თეო (როდრიგო ლომბარდი), ცდილობს გაიუმჯობესოს ცხოვრება. მიიღებს ლივიას (კლაუდია რაია) წინადადებას და გაემგზავრება ევროპაში სამუშაოდ, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდება.

თეო (როდრიგო ლომბარდი) –კავალერიის კაპიტანი, რომელიც იქნება ერიკას (ფლავია ალესანდრას) შეყვარებული, მაგრამ შემდეგ Alemão –ს კვარტალში ჩატარებული ოპერაციის დროს გაიცნობს მორენას და შეუყვარდება.

ერიკა (ფლავია ალესსანდრა), ლეიტენანტი, რომელიც მსახურობს კავალერიაში ვეტერინარად, შეყვარებულია თეოზე და მორენასთან იბრძვის მის დასაბრუნებლად

ლივია (კლაუდია რაია)– დახვეწილი ქალბატონია, ერთი შეხედვით უცოდველის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილეში ამ ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედია. ის მოტყუებით აბავს პროსტიტუციის ქსელში ახალგაზრდა გოგონებს.

ელიოზა( ჯოვანა ანტონელი)–პოლიციის კომისარი, რომელიც აწარმოებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებას. მისი ცხოვრება რთულია, რადგან პირად ცხოვრებაში უწევს დაპირისპირება ყოფილ ქმართან სტენიოსტან( ალესანდრე ნერო) რომელიც ადვოკატია და იცავს ბოროტმოქმედებს.

ბიანკა(კლეო პირესი) –თანამედროვე , დამოუკიდებელი ქალია, რომელიც შეყვარებული იქნება სტენიოზე, მაგრამ თურქეთში მოგზაურობისას გაიცნობს Zyah (დომინგო მონტანერი) და ის შეუყვარდება.

ანტონია (ლეტიცია სპილერი)–ყოფილი მოდელი, რომელიც გათხოვების შემდეგ მიატოვებს სამსახურს, შემდგომ მისი ქმრის ოჯახი კარგავს მთელ ქონებას და ის იძულებულია იმუშაოს.

ირინა(ვერა ფიშერი) –დისკოთეკის მეპატრონეა, რომელიც ვაჭრობს ადამიანებით და აიძულებს პროსტიტუციას

ელსიო (მურილო როსა) –კავალერიის კაპიტანი. ის თვლის რომ უფროსობამ გაანებივრა და ბევრი უფლებები მიანიჭა თეოს და ცდილობს მის დამცირებას.

სტენიო (ალეშანდრე ნერო) –სისხლის სამართლის საქმეების ადვოკატი, რომელიც ცდილობს მუდმივად იყოს კონფლიქტში ყოფილ მეუღლესთან(ჯოვანა ანტონელი). ანებივრებს თავის ქალიშვილს დრიკას(მარიანა რიოს)

ზიახი– Zyah –(დომინგო მონტანერი)– თურქი, უხეშია, მაგრამ კეთილია გულით. შეუყვარდება ბიანკა.

მარსია (ფერნანდა პაეშ ლემე) კავალერიის ლეიტენანტი, მუშაობს ერიკასთან ერთად.
მიმაგრებული სურათი