მოვიძიებ ინფორმაციას და აუცილებლად დავდებ
pipinia23მესამე სერია არ მინახავს ჯერ, ამ დღეებში ვნახავ და რომ შემოვალ დავწერ
ტაის არაუჟო ახალ სერიალში 
2014 წლის იანვარში 19:00 საათზე გლობოზე ახალი სერიალის პრემიერა შედგება, "ჰორიზონტს მიღმა" ასე ქვია მარკუს ბერნსტეინისა და კარლოს გრეგორიოს ახალ სერიალს. სერიალს ამაზონიის ულამაზეს ბუნებაში გადაიღებენ.
რეინალდო ჯიანეჩინი მანუელ კარლოშთან ბრუნდება 
როგორც იცით მანუელ კარლოში მის კარიერაში უკანასკნელი სერიალის გადაღებას აპირებს. ელენას უკანასკნელ ისტორიაში (ელენას როლში - ჟულია ლემერცი) მონაწილეობას მსახიობი რეინალდო ჯიანეჩინიც მიიღებს, რომელიც 2000 წელს მანუელ კარლოშის სერიალში "ოჯახური ურთიერტობები" მონაწილეობდა.
ყოფილი "ელენები" კარლოშის ელენას უკანასკნელ ისტორიაში 
მანუელ კარლოშმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მის სერიალში "ოჯახი", რომლის პრემიერაც 2014 წელს შედგება, მონაწილეობას მიიღებენ მაიტე პროენსა და ქრისტიანე ტორლონი. რომლებიც წლების წინ მთავარ როლებს ასრულებდნენ მანუელ კარლოშის ელენას ისტორიებში. მაიტე პროენსა "ბედნიერებაში" და ქრისტიენე ტორლონი "შეყვარებულ ქალებში".
ასევე ცნობილი გახდა, რომ ლილია კაბრალი დათანხმდა მანუელ კარლოშსს მონაწილეობა მიიღოს მის სერიალში.
ჯოვანა ანტონელი ლესბოსელის როლში
მანუელ კარლოშის სერიალის შესახებ კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი, რომელიც ჯოვანა ანტონელის პერსონაჟს შეეხება, მანუელ კარლოშმა გაამხილა რომ ამ სერიალში ჯოვანა ლესბოსელი იქნება.
ჟოაო ემანუელ კარნეირომ მისი მომდევნო რომანის მსახიობები დაასახელა 
ლეგენდარული სერიალების - "ცოდვის ფერის", "ფავორიტის" და "ბრაზილიის გამზირის" ავტორი მისი მომდევნო რომანში მონაწილე რამდენიმე მსახიობს ასახელებს.
ისტორია სამი ქალის ტრაგიკულ ბედზე მოგვითხრობს, მათ დაპირისპირებაზე და ჩახლართულ ინტრიგებზე, ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟები კი - რეჟინა დუარტე, დირა პაესი, დებორა ფალაბელა და მარჯორი ესტიანუ იქნებიან.
აგინალდო სილვა უკმაყოფილებას გამოთქვამს ტელემუნდოს მიმართ
სერიალი "დახვეწილი გრავიურა" ("ღირსება და ამბიცია") ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ბრაზილიური ნოველაა, რომელიც რამდენიმე ათეულ ქვეყანაში გაიყიდა, მათ შორის საქართველოშიც. მოგეხსენაბათ, სერიალის რიმეიქზე გადაღების უფლება ესპანურენოვანა კომპანია ტელემუნდომ შეიძინა და მთავარ როლებზე სონია სმიტი და მარიცა როდრიგესი დაამტკიცა. დრამატურგი აგინალდო სილვა საკუთარ ბლოგზე წერს, რომ რამდენიმე დღის წინ ის მიიწვიეს მაიამიში სადაც სერიალის რიმეიქზე მომუშავე ჯგუფს შეხვდა და რამდენიმე ვიდეოც ნახა, რაც მისი უკმაყოფილების მიზეზი გახდა, ის ამბობს, რომ ტელემუნდომ, რომელიც ესპანურ ენოვან მაყურებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს მთავარი პერსონაჟი (იგულისხმება გრისელდა, რომლის როლსაც რიმეიქში სონია სმიტი შეასრულებს) არაბუნებრივ გმირად აქცია. აგინალდო წერს, რომ გრისელდას მსგავსი პერსონაჟები არ უნდა იყვნენ ზედმეტად გადაპრანჭულები, რაც სამწუხაროდ ტელემუნდომ ვერ მოახერხა.
This post has been edited by morige on 2 Jun 2013, 18:34