eleneleneიცი როგორ გავბრაზდი
ჯერ ერთი იმიტომ გავბრაზდი რომ იმ დღეებში რამდენიმე ჩემი სერიალის სეზონები დამთავრად, კიდევ ერთი, რომელიც ასევე ძალიან მომწონდა და ძალიან გამორჩეული იყო, საერთოდ დაიხურა. მერე კიდევ სერიებში ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ ტერეზა მიდიოდა ვაშინგტონში და მეგონა რომ ყველაფერი ახალ მიმართულებას მიიღებდა. მაგრამ როგორც ჩანს გადაიფიქრა მსახიობმა სერიალიდან წასვლა და იმიტომ დააზასეს ერთმანეთს

თავიდან, წინა სეზონებში რაღაცნაირად ველოდი რომ ტერეზა და ჯეინი ერთად იქნებოდნენ. მაგრამ არანაირი მინიშნება და ამბავი.. სეზონის დასასწყისში ის ნაშა გფბ-დან უფრო ეჩალიჩებოდა ჯეინს. და თითქოს რაღაც გაჩნდა მათ შორის... და ტერეზასთან სიყვარულის ახსნა... უცებ არსაიდან, არაფრიდან, ციდან ჩამოვარდა

ძალიან ყურით მოთრეულად მომეჩვენა.
რიგსბი თავისი სიმპათიური ცოლით რომ გააქრეს სერიალიდან ძალიან გული დამწყდა. წითელი თმა უხდებოდა ყველაფერს და კარგი წყვილი იყო.
სხვანაირი გახდა სერიალი, რაც ადრე მახსოვდა ის მუხტი სადღაც გაქრა. ახლა... ჯერჯერობით იმის პერსპექტივას ვხედავ რომ ჩვეულებრივ მელოდრამად გადაიქცეს. რაც არ მომწონს და მართლა ასე თუ მოხდა აღარც გავაგრძელებ ყურებას, არც ჯეინის ხათრით.

თუ ძალიან მომენატრება ავდგები და ჩავუჯდები საიმონ ბეიკერის სხვა ფილმებს

)