filthმე გინდა გითხრა როგორ განვავითარებდი პლოტს აქედან კიში რო ვიყო?
ეხლა ნარუტო დაიღრლება და ისე გამოიცლის ჩაკრას რო კომაშI ჩავარდება, კაკაშის მოუწევს რო გაიყვანოს ბრძოლის ველიდან
გაი გამოიყენებს 8 გეითს და მოკვდება, ბისაც დაიჭერენ...
მოკლედ ამის მერე სცენარი გრძელდება ესე... ნარუტო იღვიძებს შუაღამე რაღაც ბნელ ოთახში და ხედავს რო კაკაში, რამდენიმე კაგე, კონოჰა 11 და კიდე რამდნეიმე შინობი არის ამ ოთახში...
ერთ-ერთი ფარდებს დახურავს და ამბობს: "უკვე დაბნელდა, აქ მთვარის შუქმა არ უნდა შემოაღწიოს" ...
ხოდა მერე კაკაში მოუტრიალდება და ნარუტოს და ეუბნება... "შენ კომაში 1 კვირა იყავი, წინასწარ მოემზადე იმისათვის რაც უნდა გითხრა..." და იწყებს იმის მოყოლას რაც 1 კვირის განმავლობაში მოხდა
და ესე ირკვევა რო ბი დაიჭირეს და ჩაბეჭდეს... ამავდროულად როგორც იცი ნაწილი ქონდა უკვე კუდის ჩაკრის ტობის და ნაწილობრივ მოახერხებს 10 კუდის აღდგენას მარა არა იმ დონეზე რო პერმანენტულად შეძლოს ყველას კონტროლი... მხოლოდ ღამე ან რამე ეგეთი...
პახოდუ მთელი ისტორია უნდა გაირკვეს რო იქ ანუ მადარა ვს კაგეებში რა მოხდა... იქნება რაღაც ისეთი რო ონოკი მოკვდა და შეიძლება ცუნადეც ან A-ც... რო გაიგო რო ბი დაიჭირა გაგიჟდა ან რამე... უკვე ახერხებდნენ მადარას დამარცხებას და იმ მომენტში სასკე ჩაერია... ან შეიძლება მადარა მოახერხონ კიდეც...
მერე სასკე გაიჩითება სადმე, დახოცავს ბევრ ხალხს... შეიძლება 1-2 კონოჰა 11იდანაც მოკლას ზედმეტი დრამატულობისათვის... ბოლომდე რას იზავს არ ვიცი მარა არამგონია ამათ მხარეს იყოს...
მოკლედ ამის მერე ალიანსი პრაქტიკულად დამარცხების გზაზეა, დიდი ნაწილი არმიის განადგურებული, ტობის ვერავინ უდგება...
თან მინდა რო ტობი, კაბუტო დ ასასუკე 3ივე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ერთმანეთთანაც ომი ჰქონდეთ პახოდუ...
ისეთი ძერსკი რამეც შეიძლება რო ყველა ჩასეალებული ედო განთავისუფლდა (იმიტო რო დეიდარა და ეგენი კიდე ლაპარკაობდნენ შიგნიდან)
მოკლედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გარეთ შაშინელი ნგრევა ლეწვაა... ალიანსი კიდე იმალება მთვარის შუქისგან რო კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდეს
და ეხლა ნარუტო უნდ ააღდგეს და ქნას რამე...

აი წარმოიდგინე რა ძერსკი შემოტრიალება იქნებოდა ისტორიის... თან სერიოზულად შავნბელი.. მარა ისევ რამე კეთილს იზავს ალბათ კიშიმოტო რო ვიცი მაგისი ამბავი