სიმართლე გითხრა, რაც მეტს ვფიქრობ მაგაზე, მით უფრო შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ენგი მართლა უკანასკნელი ყოფილიყო. ნუ მაქსიმუმ, უკანასკნელი ეარბენდერი ყოფილიყო, მაგრამ ჰაერის მომთაბარეების სრული გენოციდი იმ კომეტის მოსვლის დროს მაინც შეუძლებელი იქნებოდა. არ დაიზაროთ და წაიკითხეთ ქვემოთმდებარე მოხსენება

ხალხს პირდაპირ ჰქვია მომთაბარეები/მოხეტიალეები. თვითონ ენგის განვლილი ბავშვობიდანაც ჩანს, რომ მოგზაურობა მათი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჯერ კიდევ სანამ გაიგებდა, რომ ავატარი იყო, ნამყოფი იყო ომაშუს ქალაქში, იმ უდაბნოსმ ახლობლად, ბიბლიოთეკას სადაც ეძებდნენ, ცეცხლის ერის რომელიღაც ქალაქში, აი სკოლაში რომ შედის მერე. დარწმუნებული ვარ, მაგით არ შემოიფარგლებოდა. და ეს თორმეტი წლის ასაკამდე. ანუ ეს ხალხი დროის დიდ ნაწილს მთელი პლანეტის მასშტაბებით მოგზაურობაში ატარებს.
კომეტის მოსვლისას სოზენის თავდასხმა მიმართული იყო ჰაერის ტაძრებზე, და სავარაუდოდ, მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, მაგრამ როგორ უნდა დაეჭირა გლობალური მასშტაბებით გაფანტული თითოეული მოხეტიალე? შეუძლებელია, ზუსტად იმ დღეს ყველა მათგანი ერთდროულად დაბრუნებულიყო შინ. ყოველ შემთხვევაში, საამისო მიზეზი ჯერჯერობით არავის დაუსახელებია (მაგალითად, რამე წმინდა დღესასწული ან მნიშვნელოვანი ტრადიცია). რომც ყოფილიყო მიზეზი, დავიჯერო, არავის დააგვიანდებოდა? არავინ გაიჭედებოდა გზაში ცუდი ამინდის, ან ავადმყოფობის, ან რამე მნიშვნელოვანი მოვლენის გამო?
ახლა დავუშვათ, მათი დევნა კომეტის შემდეგაც გაგრძელდა. ეს ჰაერის მოხეტიალეები არიან ფაქტიურად ბუდისტი ბავშვები

მშვიდობის მოყვარულები, მეგობრულები, ცელქები, გონება გახსნილები, ტოლერანტულები. ყველა არა, მაგრამ საკმაოდ დამახასიათებელი ჩანს მათთვის ასეთი ხასიათი. თან ბევრი ადგილი აქვთ მოვლილი, ბევრი რამე უნახავთ. საინტერესო ამბების მოყოლა შეუძლიათ. ასეთი ხალხი აუცილებლად შეძლებდა მეგობრების გაჩენას სხვადასხვა ერებში. მას შემდეგ, რაც გენოციდის ამბავი მსოფლიოს მოედო, რამდენი აღმოჩნდებოდა მსურველი, რომ ახლოს მყოფი ჰაერის მომთაბარე შეეფარებინა და დაეცვა? - ჩემი აზრით, ძალიან ბევრი. ცეცხლის ერშიც კი - მაშინ ხომ იმპერიალისტური პროპაგანდა ახალი დაწყებული იყო - უამრავი ადამიანი იქნებოდა მშვიდობიანი და ამათ მიმართ კეთილად განწყობილი. და თუ რამე თანამდებობაც ეკავათ და "ხოდები" ჰქონდათ, აუცილებლად გამოიყენებდნენ რესურსებს, რომ თავიანთი მეგობრების ვინაობა დაემალათ და ვითომ მიწის სამეფოელებს და ვითომ ცეცხლის ხალხს მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება. სხვა თუ არაფერი, ბა-სინგ-სე რამდენი ხნის განმავლობაში იღებდა ლტოლვილებს და ხელშეუხებელი ქალაქი იყო. იქ მაინც შეეძლოთ დამალვა.
ჰაერის მომთაბარეებიც იოლად შეძლებდნენ ყალბი ვინაობის გათამაშებას - გარგნობით არც ისე იოლი გამოსარჩევები არიან თავად ცეცხლის ხალხისგან (ტაი ლი რომ გარეგნულად ენგს ჰგავს, და ხასიათითაც ტიპიური ჰაერის მომთაბარეა, დააფიქსირეთ?) და რიგ შემთხვევებში, მიწის ხალხისგან. რადგან ბევრგან არიან ნამყოფები, შეკითხვისას იოლად დაასახელებდნენ რომელიმე ცხრა მთას იქით მდებარე ადგილს, საიდანაც ვითომ მოვიდნენ. რადგან სხვა ხალხების კულტურებს სიამოვნებით ეცნობოდნენ, მათნაირად მოქცევასაც შეძლებდნენ. თითო-თითო აქა-იქ იქნებოდნენ ჩამალულები და ყალბი სახელებით იცხოვრებდნენ, დაოჯახდებოდნენ, ან გაითქვიფებოდნენ, ან დაელოდებოდნენ ფაშისტური რეჟიმის დამთავრებას, რომ ფესვებს დაბრუნებოდნენ.
ჩემი აზრით, ჰაერის ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა გარდაუვალიც კი იყო.
ჰოდა ისა.. სერიალშიც არ იყო ენგი უკანასკნელი ეარბენდერი. თავდაპირველი ეარბენდერები ვინ იყვნენ, გახსოვთ? - ცის ბიზონები. ენგი და აპა ორივე ეარბენდერები იყვნენ