ვუყურე ოთხივე სერიას ^_^
რა კარგია ერთიანად რო არის სერიები ჩაუჯდები და უყურებ
ბოლინი არის ძაააააან მაგარი პერსონაჟი

წინა სეზონებშიც მომწონდა და არც ახლა მიცრუებს იმედებს.
ისე ეს ზუკოს ახლა გამოჩენა წინა სეზონებზე ცოტა აზრს მაკარგვინებს. სად იყო, როცა იმ ტყუპების მამა (უნალაკი ერქვა მგონი) ამ ყველაფერს აკეთებდა? როცა კორამ კინაღამ ავატარობა დაკარგა? როცა ამონმა კინაღამ ავატარების ციკლი დაასრულა? ცუდია რომ არ გაითვალისწინეს ასეთი რამ.
ბა სინგ სე რას დაემსგავსა

ვინ იყო ეს სუჩკა დედოფალი მოაშორეთ
ტენზინის საქციელი არ მომეწონა მეოთხე სერიაში. თუ იცის რო კორას ასეთი საფრთხე ემუქრება იმ ოთხეულის გამო, რატო დატოვა და თვითონ რატომ წავიდა იმ ჰაერის მბრძანებლებთან ერთად. მესმის რომ ჰაერის მაგია უნდა "განავრცოს" და ასწავლოს მაგრამ რავიცი მაინც ასეთი საფრთხის წინაშეა და...
ამ ოთხეულის შესახებ უფრო მეტი მაინტერესებს! დიდი იმედი მაქვს ამონივით 10 წუთს არ დაუთმობენ ამათ ისტორიას და განავრცობენ პერსონაჟებს. თორემ არ მიყვარს ასეთი "უმარილო" ვილანები.
ეს მესამე თვალიანი გოგო აზულას რომ ჰგავს ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი როცა თრეილრი გამოვდა

აზულა რო არაა გავიგეთ, მაგრამ მგონია რო მაინც მისი შვილი იქნება ან ვინმე ვისაც მასთან აქვს კავშირი...
მოკლედ ველი მეხუთე სერიას.
ისე რა კარგია ამერიკაში კვირაში ორი სერია გამოვა ^_^ ანუ ერთი დღეს აჩვენებენ 2 სერიას და მთელი სეზონი ასე იქნება.
პ.ს. პრემიერამ უდაბლესი შედეგი აჩვენა რეიტინგებში. დარწმუნებული ვარ ნიქელოდეონი თავ-ბედს იწყევლის რატომ შევუკვეთეთ წინასწარ სეზონებიო. იმედი მაქვს მეოთხე წიგნს არ გააუქმებენ და "ნეხვტაკაში" არ დაგტვოვებენ...