მესამე სერია ალბათ სეზონის საუკეთესო სერია არის ჯერჯერობით. ბევრად მეტი რამე მოხდა ვიდრე მეორე სერიაში.
წიგნში ბევრად უფრო მომხვდა გულზე, მაგრამ ეხლა ნაკლებად ემოციურად შევხედე და მივხვდი რატომაც უღალატა თეონმა რობს. მაინც სისხლი სხვა რამეა, თან სტარკებიც, ნედის და რობის გარდა, კარგად არავინ ექცეოდა.
ტირიონი ძალიან ჭკვიანია. სიკეთესთან ერთად, იცის რა სჭირდება, რომ ამ სამყაროში გადარჩეს
სანსა ძლივს გამოაჩინეს

მაგრამ მემგონი დაჟინებული აქვს რეჟისორს, რომ შეაზიზღოს მაყურებელს, ვისაც წიგნი არ აქვს წაკითხული. თუმცა, გასაგებიცაა რატომ მოიქცა უხეშად შაესთან. იმდენის გადატანა უწევს ჯოფრისგან და სერსეასგან, რომ კიდევ კარგად არის. თან თვითონ მსახიობიც არაჩვეულებრივად ასრულებს. ტრაგიზმი ორივე სცენაში კარგად აჩვენა. თან, რომ ეტყვის - შენც მე უნდა გითხრა როგორ უნდა შეასრულო შენი საქმიანობაო

აჩვენეს, როგორ უწევს ტყუილში ცხოვრება საზიზღარი ლანისტერების გამო.
სერსეა ძალიან კარგი იყო

დაგვანახეს, როგორ უყვარს თავისი შვილები და მართლა ლომს გავდა ამ სერიაში.
კეიტლინი ჭკვიანია და ხვდება, რომ რენლის არმია ერთი დიდი მასკარადია. ბრიენიც გამოჩნდა საბოლოოდ. მარჯერი მომეწონა ძალიან, მირჩევნია წიგნის მარჯერის. თანაც, ნატალი მემგონი სერიალში ყველაზე ლამაზი გოგოა.
ჯონის ნაწილი ყველაზე სუსტი იყო.
მომწონს, რომ ექშენის ნაკლებობის მიუხედავად, ბრანს მაინც აძლევენ სცენებს.
არიას სიუჟეტი ძალიან შეამოკლედ, მაგრამ ჩემი აზრით კარგია. წიგნში ძალიან გაიწელა არიას თავები. ჭკვიანურადაც მოიქცა და ეტყობა, რომ ფიცხია, მაგრამ ტვინიც აქვს. საერთოდ მთლიანი სცენა ძალიან კარგად იყო გადაღებული, გაგვახსენეს რა ბნელი სამყაროა ვესტეროსი.
საბოლოო ჯამში,

ეხლა კიდევ უფრო გაუმჯობესდება შემდეგი სერიით. მოკლედ, კარგი სეზონი გველის.
პ.ს. სანსა როგორ გალამაზდა მეორე სეზონში

თან გაშლილი თმა ძალიან უხდება.

This post has been edited by Weiman on 16 Apr 2012, 06:45
"We can fly, come on let's try… We're boys and girls, who rule the world…” - Franky badass