მოკლე აღწერა : მოკლედ ესაა სიტკომი ხუთ ადამიანზე, რომელსაც მე მეგობრებს ვერ ვუწოდებ. ჩემი აზრით უბრალოდ უწევთ ერთმანეთთან ყოფნა.
პირველ სეზონში მთავარ როლში ოთხი გმირია, რომელებსაც აქვთ ირლანდიური ბარი. ბიზნესის საქმეები რათქმაუნდა კარგად არ მიდის მაგრამ ეგ არაა მთავარი. მეორე სეზონში ემატებათ კიდე ერთი მთავარი გმირი ფრენკი (დენი დევიტო) რომელიც ახალ ეშხს ძენს ამ სიტკომს
ეხლა გმირებს მიმოვიხილავ
ჩარლი - ყველაზე უიღბლო და ჩემი აზრით კეთილი (თუ შეიძლება საერთოდ ეწოდოს) სერიალში. ცხოვრობს სოროში, უყვარს კაფეში მომუშავე ოფიციანტი რომელიც არ აძლევს
დი - ერთადერთი მდოდრობითი სქესის წარმომადგენელი სამეგობროში. ქონდა საკმაოდ მძიმე ბავშვობა , იჩაგრებოდა თავისი ტყუპისცალი ძმის ფონზე . აქვს აუსრულებელი ოცნებები , არ გამოირჩევა არაფრის ნიჭით , არის საკმაოდ ძუკნა , მიდრეკილია ნარკოტიკებისადმი
დენისი - თავის თავზე შეყვარებული ეგოისტი , რომლისთვისაც არავინ არსებობს თავისი თავის გარდა, არ უყვარს არავინ , ასევე როგორც მეგობარი და როგორც ძმა გადასაგდებია . თავისი დისგან განსხვავებით ბავშვობაში პოპულარობით სარგებლობდა , არც ეხლა აკლია ქალებში პოპულარობა , რაც უფრო ამძაფრებს მის გადამატებულ თვითშეფასებას
მაკი - სრული იდიოტი , რომელსაც სიდებილეში შეიძლება მხოლოდ ჩარლი ჯობდეს . მამა რეციდივისტი , რომელთანაც ცდილობს კარგი ურთიერთობა დაამყაროს , ხოლო დედა უბრალოდ მსუნთქავი ხორცის ნაჭერია რომელიც ეწევა. ესეც უიღბლოა ჩარლისავით , იმდენად რომ წებოსაც კი სუნთქავენ 30 წლის ასაკში
და ბოლოს
დიის და დენისის მამა. რომელსაც ცოლი დაშორდა და ქონება დაკარგა. იყო ვიეტნამში , რასაც ხშირად იხსენებს , პრობლემაა ისაა რომ ეს 90იან წლებში მოხდა და ისიც იმიტომ რომ მიწიქვეშა კლუბი გახსნა. არ გააჩნია არანაირი პრინციპი, მზადაა ყველაფერი იკადროს ოღონდ ფული იშოვოს ან რამე სარგებელი ნახოს
http://www.imdb.com/title/tt0472954/ესეც გადმოწერა ვისაც უნდა
სეზონი 1სეზონი 2სეზონი 3სეზონი 4სეზონი 5 (ინგლისურად)სეზონი 6 (ინგლისურად)საკმაოდ ხშირია რასისტული, სექსისტური , ჰომოფობიური ხუმრობები. სწორედ შავი იუმორის წყალობით მოიპოვა სერიალმა საკმაოდ დიდი პოპულარობა This post has been edited by dembo on 12 Jul 2011, 21:25