სასოწარკვეთილ დიასახლისებს პირველად თვალი რუსთავი 2-ზე შევავსე, სულ ადრე 1-2 სეზონები რომ გაუშვეს და მერე კარგა ხანი დაივიწყეს.
ძალიან შემიყვარდა ვისტერია ლეინი იგივე კოლონილის ქუჩა.
მერე უნივერსიტეტში კურსელი იხსენებდა და ამბობდა დანარჩენი სეზონების ნახვაც მინდაო, ეს ალბატ 5-6 წლის წინ იყო. მეც კი გამოვთქვი სურვილი მენახა. წარმოიდგინეთ რამდენი წელია ყურებას ვაპირებდი.
ხან რა გამოჩნდა ხან რამ გადამადებინა და ახალ წლებზე ჩავუჯექი მე-3 სეზონიდან.
მე-3 სეზონი იყო ძალიან ძალიან კარგი. განსაკუთრებით გაბის და კარლოსის დაშორების პროცესი და ერთმანეთის ნერვებზე თამაშზე ვკაიფობდი.
ზოგადად გაბი იყო ჩემი საყვარელი გმირი მანამდეც.
ძალიან ვგულშემატკივრობდი სკავოებს და ეგენიც მიყვარდა. და მე-3 სეზონში ტომის მე-5 შვილი რომ გამოჩნდა დედიკოსთან ერთად ნერვები მეშლებოდა

ჰაჰა
ბრი არასოდეს მომწონდა, მისი ვარცხნილობა, მანერები .... სამაგიეროდ მის შვილებზე ვღადაობდი. განსაკუთრებით ენრდიუზე.
მე-2 ქმარი ორსონი საზიზღარი ტიპი იყო, არც "სექსი და ქალაქში" მომწონდა. და როგორ შერჩა იმ პოლიციელის მკვლელობა. ზოგადად აუტანელი იყო ბრისთან მუდამ დათმობებზე წასვლა, არ გაბრაზება რადგან ბრის სახლში ცხოვრობდა, თან ყველაფერს პატიობდა. დადებითი იყო მოვლენა რომ სულ გვერდში ედგა, მაგრამ ბრი არასოდეს უფასებდა. ბოლოს კი გაუჩალიჩა, მაგრამ მაინც.
სუზანზე თავიდან 1-2 სეზონებში ძალიან ვღადაობდი, მაგრამ მერე ისეთ სისულელეებს აკეთებდა ხოლმე ინტერესი დამეკარგა მისი გმირის მიმართ.
მე-4 სეზონიც კარგი იყო, მოკლე და რამდენიმე ახალი გმირით. ლი და ბობი.
ლი ჩემ საყვარელ გმირად იქცა. ძალიან მაგარი იყო.
კეტრინი მორიგი უინტერესო პერსონაჟი. ბოლოს რომ გაგიჟდა ხომ საერთოდ.
აქაც მოხდა რამდენიმე საინტერესო; ქარიშხალი და ლინეტის ავადმყოფობა.
მე-5 სეზონიდან 5 წელი გაუშვეს ერთდროულად და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.
გაბიმ 5 წელი უსინათლო კარლოსს როგორ გაუძლო და 2 შვილი როგორ გაზარდა ძალიან მინდოდა მენახა!!
სკავოების ტყუპები კაი ტიპები დადგნენ, ოღონდ ვერ ვხვდები ყველაფერში პორტერი როგორ ყავდათ დამნაშავე.
იდის დაბრუნება ძალიან კარგი იყო, არა და წინა სეზონებში ვერ ვიტანდი, განსაკუთრებით მაიკისთვის ბრძოლაში სიუზანს რომ ეჯიბრებოდა და კიდევ რამდენიმე მომენტი. კარლოსთან ერთად კარგი იყო. მართლა გული დამწყდა და რას სეზონები გადიოდა უფრო და უფრო მომენატრა.
ბრის ქმრის ისტორია იყო მე-5 სეზონის გასაღები და მაგ კაცზე ხმას არ ამოვიღებ.
თან მაიკის და კეტრინის უცნაური ურთიერთობა, სიუზენის თავის მღებავთან. ეს უკანასკნელი წყვილი მომწონდა.
ემჯეი საოცარი ბავშვია.
ცოლქ-მარ სკავოებზე ვღადაობდი, ხან ერთს ჰქონდა სამუშაო ხან მეორეს, გასაუბრებაზე ხო ძალიან ვიცინეე, მგონი მე-6 სეზონში იყო.
ბრი და თავისი ბიზნესი კარგი იყო ნამდვილად, მოუხდა თავისი საქმე და ენდრიუ როგორ მხარში ედგა ეგეც მომწონდა. ის ვერ გავიგე ასე ადვილად როგორ მისცა იმ რექსის შვილს აწყობილი საქმე. თუ საერთოდ რექსის შვილი იყო.
მე-6 სეზონი ბოლეინების ოჯახის საიდუმლო იყო. არა და 18 წელი ერთი საცოდავი ბომბის გამო იმალებოდნენ?? მეგონა უფრო სერიოზული რამდე ხდებოდა.
კიდევ ის ვერ გავიგე ანა სოლისი რომ გადმოვიდა კარლოსის ვიღაც, იმ მოხუცმა თქვა არ იციან რა შარში გაყვეს თავიო და სად იყო რთული თინეიჯერი? დაავიწყდა მარკ შერის?
იმ ბიჭის დენის მამაც უცნაური კაცი იყო, უცნაურად შემოვიდა და გავიდა. ჯულის ურთიერთობა მამინაცვალთან კიდევ ერთი უაზრო დეტალი.
მე-7 სეზონი იყო ყველაზე უინტერესო, იანგების და ჰუბერების დაბრუნება მაგათი საიდუმლო წარსულში დაბრუნებას გავდა. ერთადერთი ნათელი წერტილი ბრის მუშა იყო ბრაიან ოსტინ გრინი
მართლა დიდი გაჭირვებით ვუყურებდი. პოლი ბოლოს რატომ დააპატიმრეს ვეღარ გავიგე...
რენეს შემოსვლა იყო ერთადერთი ნათელი წერტილი.
სეზონის მიწურულს კი ვეღირსეთ ჩვენი დიასახლისების საიდუმლოს და მე-8 სეზონიც მათ დაეთმოთ.
გაბი იყო ამაზრზენი, ბრისთან მიმართებაში. გასაგებია არ გინდა შენი ქმარი დააპატიმრონ, მაგრამ მეგობარს როგორ იმეტებ იმისთვის რაც არ ჩაუდენია, თავის შვილებს ეჩხუბებოდა, რომელიც მე-2 აბრალებდა დანაშაულს და მაშინ გაუნათდა გონება, თვითონაც იგივეს აკეთებდა, მეგონა გამოასწორებდა შეცდომას, მაგრამ მაინც არა.
სიუზენიც აუტანელი იყო საიდუმლოს ვერ დამალვით რომ გაბურღა ტვინი და მაიკი როგორ იდეალური გამოიყვანეს, კიდევ უფრო დამწყდა გული, რატომ მაინც და მაინც მაიკი

tough guy იმდენჯერ უწოდა იმ ტიპმა, უეჭველი ვიცოდი ეგ მოკლავდა

თან ასე დღისით სიუზენის თვალწინ

შემეცოდა ჩემს მიერ ნაკრიტიკები

ისე რა ეგონა იმ ნახავს რომ ხატავდა

ლინეტი ყველაზე კარგად დახატეს ბოლო სეზონში, ოღონდ იმას ვერ მივხვდი ტომმა რატომ არ კითხა კაბას ვინ გხდიდაო (რენეს ქორწილისთვის რომ ემზადებოდნენ. ლიზე მაქვს საუბარი).
პენი საყვარელი გოგონა დადგა, არა და თავიდან როგორ ეჭვიანობდა ხოლმე პეიჯზე

კარენი უნდა ვადიდო და რატომღაც მივხვდი რომ დაიბრალებდა ეგ დანაშაულს. ჩაკის სიკვდილის გამოძიება არ გვაჩვენეს, ნუ მაგაზე სამხილები არ იყო და შესაბამისად ჩვენი დიასახლისები არ ჩარიეს.

და კიდევ ის პოლიციელი რუკაზე რომ ნახა ვისტერია ლეინი შემოხაზული და მერე ბრის სახლის ნომერი მიაწერა ეგ მომენტი რატომ გამორჩა მარკ შერის ??
როგორც სჩვევიათ ხოლმე ბოლოს მაგრად მიაფუჩეჩეს. გამიხარდა რომ გადავიდნენ ვისტერიადან ჩვენი დიასახლისები, ყველაზე კარგ პონტში ჩემი აზრით სკავოები აღმოჩნდნენ, "აფერ ისთ საიდზე" "ცენტრალ პარკის" ხედით პენტჰაუზი საუკეთესო საცხოვრებელი ადგილია.

აჩრდილების მიერ სიუზენის გაცილება იყო ყველაზე ყველაზე იდიოტური სცენა და ტეხავს რომ მაგით დაასრულეს სერიალი.
ისიც ცუდია რომ ბოლო პოკერი ითამაშეს და გაბის ჩვევა იქცა გარჩევის საგნად, ჩემი აზრით ზუსტად ამიტომ არ ასრულდა მათი შეთანხმება.
საკმარისად მეტი ტკივილი მიაყენეს ერთმანეთს, თუმცა გვერდშიც ედგნენ. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება სჭირდებოდათ.
ზოგადად ძალიან კარგი იქნება თუ ერთ ფილმს გადაიღებენ.