მაგ დებილკას დანახვაზე კითხვა გამიჩნდა
სამი პერსონაჟი სალი, ანდერსონი და ეს "ჟურნალისტი"
რა კლასიფიკაციას ექვემდებარებიან?
ანდერსონი აგრესიული უვიცია, პრეტენზიებით
ეს შლიაპიანი აბიციური სულელი, ასევე პრეტენზიებით
აი დონოვანის საქმე რთულადაა მგონი, დავიჯერო მართლა ვერ აფასებს შერლოკს ჯეროვნად?
მართლა იმ ორივით ბრიყვია თუ სხვა რამეშია საქმე, ქალია, ფერადკანიანი თან, პოლიციაში მსახურობს, თამაშის წესებს იცავს, გარკვეული კარიერული წინსვლა აქვს, ალბათ ძალიან ამაყობს თავისი თავით
და უცებ, ეს ტიპი, წესებს არ იცავს (არც იურიდიულს არც მორალურს), გარშემო მყოფების აზრი არ ადარდებს, მუშაობს სიამოვნებისთვის, რა ფული რის კარიერა. ამავდროულად მატერიალურად მათზე უკეთ აქვს საქმე
მის ფონზე სალის "წარმატება " ძალიან სასაცილო სჩანს, საერთოდ მთელი იარდი სჩანს სასაცილო
მოდი და ნუ გაბრაზდები
მგონი ხვდება სალი შერლის უნიკალურობას, ამიტომაც ვერ იტანს და ცდილობს მის დამცირებას
შეიძლება ვცდები
This post has been edited by edna mamida on 27 May 2012, 01:37