ერეკლე!უმაღლესი ერთგვარი დონეა, რომელზეც ე.წ. genius-level შინობები არიან

იტაჩი სუფთა ბრძოლაში ბევრჯერ არ გვინახავს, მარა იგივე ნაგატოსთან თქვენ შეიძლება ვერ დააფასეთ, მარა ტიპმა თითქმის გამოუვალი სიტუაციიდან 3 წამში მოიფიქრა გამოსავალი.
პლუს, ამ დონეზე ჩამოყალიბებული ფასეულობები ძალიან, ძალიან იშვიათია. ტიპი 15 წლის იყო და იმდენად ძლიერი პიროვნება იყო, რომ მოახერხა არჩევნის გაკეთება დედა+მამა+მთელი კლანისა და კონოჰა+შისუის ოცნებას შორის. მსგავსად ჩამოყალიბებული პიროვნება ძალიან ცოტაა, ნარუტოშიც კი

იტაჩის შორსმჭვრეტელობის დამსახურებაა იგივე სასკეს ასეთი გაძლიერება, მისი საყვარელი ძმის. და თავი რომ მოაკვლევინა, ეგეც კარგა ხნის დაგეგმილი იყო. ალბათ მაშინვე მოფიიქრა, როცა გაიგო, რომ იმ დაავადებით მაინც იბრიდებოდა, მარა სასკეს გაძლიერება და ნიჭის მაქსიმალური რეალიზაცია მთლიანად იტაჩის დამსახურებაა, ნუ ეთერნალს რომ თავი დავანებოთ

სასკეს ახლანდელი პიროვნება კიდე სრული უაზრობაა, რაც ვითომ იტაჩიმ ვერ გათვალა. ასეთ უაზრობას ვერ გათვლი

კოტოამაცუკამებს და ერთჯერად ამატერაცუებს რომ თავი დავანებოთ, ტიპი აკაცუკიში მარტო კონოჰას დასაცავად შედის და თითს არ აკარებინებს იმდენი წელი.
ტოცუკას ხმალი საიდან აქვს იტაჩის? ჩემი აზრით, ადვილი არ უნდა ყოფილიყო მისი პოვნა.
ასევემ ტიპმა ზედმიწევნით ზუსტად იცის კლანის ყველა საიდუმლო. ხვდება, რომ მადარა ცოცხალია და ე.წ. "ბოროტების წყაროა" და იცავს სასკეს, როგორც შეიძლებოდა და მეტადაც

პახოდუ, წეღანაც ვთქვი, რომ იტაჩი არის გენძიუცუს ყველაზე დახელოვნებული ოსტატი ნარუტოს სამყაროში. და გენძიუცუ (როგორც ჯირაია ამბობს) მოითხოვს უდიდეს ინტელექტს. შენც წარმოიდგინე, შენი გონებით უნდა შეუქმნა მას ილუზიები და ისინი უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, პირდაპირ უნდა ხვდებოდეს საჭირო ადგილებში და ა.შ. ეგეთი გენძიუცუს კარგად გამოყენება ძალიან, ძალიან ძნელია. ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალში ჩაიყრება, რადგან გენძიუცუში მუდმივი ეფექტის ქვეშ უნდა გყავდეს ტიპი, ერთი წამით ხელიდან არ უნდა გაუშვა, არ უნდა გაგეპაროს პატარა უმიზეზო დეტალიც.
მოკლედ, იტაჩის ინტელექტი არავისზე ნაკლები არაა. და არის რაღაც ფორმალური ზღვარი, რომლის ზემოთ 2 გენიას ერთმანეთს ვეღარ შეადარებ. მანდ არიან იტაჩი, მინატო, ოროჩიმარუ(სასკეს ამბებს რატომ აღიქვამთ შეცდომად? მანდ ოროჩას არაფერი შეშლია. თუ ვინმეს რამე შეეშალა, კიშიმოტოს, როცა შარინგანი ეგეთი მაგარი გახადა).
ესენი არიან მინი მოდელები sage of the six path-ის, რომელიც ამათ ყველას მოიცავს, მგონი

ეს სუფთა გამჭრიახობისა და შორსმჭვრეტელობის ამბავში, თორემა გერ ცუნადე არის გენიოსი მედიკი, შიკაკუ გენიოსი ტაქტიკოსი და ა.შ. მარა ამათზე არ მაქვს ლაპარაკი.
არადა არ ვარ იტაჩის ფანი.
დაჟე მინატო ბევრად მეტად მევასება და რომ გაკრთება მაინც ხოლმე სადმე მაგრად მისწორდება

და სიამოვნებით ვნახავდი მეტს