
გილოცავთ ტრონომანებო ახალ თემას.... ჩემი საყვარელი პერსონაჟით დავფიქსირდები

ვნახე მეცხრე სერია როგორც იქნა... კომენტარების მიხედვით უარესს ველოდი მაგრამ სულაც არ დავრჩი უკმაყოფილო მიუხედავად იმისა რომ იმის ნახევარიც არ არის ბლექვოთერი რაც წიგნში მაინც საკმაოდ ნორმალურად გააკეთეს სერიალისთვის .... გენიალური ქასთი ყავს სერიალს უფრო და უფრო ვრწმუნდები .... ტაივინს ერთადერთი რასაც ვერ ვპატიობ რაც ტირიონთან მიჰქარა თორე ისე მომწონს პერსონაჟი ძალიან წიგნშიც და აქაც... ტირიონი ძალიან ძალიან მაგარია

ერთადერთი სერსეას ქადაგებები მიშლიდა ნერვებს მანდამაინც ამ დაძაბულ კადრებში რომ იყო ჩასმული თორე ზოგადად კარგი მონოლოგები ქონდა და მსახიობიც ძალიან კარგია...
მე მაინც ველოდი აღნავლებულ სანდროს გინებით რომ გარბის და მსახიობისგან ცოტა რაღაცეები მაკლდება ხოლმე... კარგად ვერ მეჰაუნდა მთლად ბოლო სერიაში ...
სანსა.... ამ გოგოს ნუ ეძახით უტვინოს მაგასავით არავის არ გამოსდის ჯოფრის დატროლვა მარტო ამიტო იმსახურებს დაფასებას სხვა დანარჩენს რომ თავი დავანებოთ

ნუ ტაივინმა საიდან მოიყვანა ის ჯარი ალბათ პეტთან ჰარენჰოლში საუბრით შემოიფარგლნენ თორე ეგ მომენტი ცოტა დაკარგული იყო....
სტანისი .... ერთადერთი სერია იყო ეს სადაც მომეწონა ეს კაცი.... როგორ მიათრევენ ბოლოს

... და რაც წიგნში ვერ ვიტანდი დავოსს და მეზარებოდა მისი თავების კითხვა სერიალში მსახიობმა შემაყვარა ეგ პერსონაჟი...
დასასრული ერთერთი საუკეთესო სცენა ....
http://youtu.be/kOfTvtWYBek > ეს გავცვითე მოსმენით
...................
კიდევ უფრო მეტად ველოდები მესამეს იმიტომ რომ ეგ იქნება ყველაზე საინტერესო და დატვირთული სეზონი ..... ალბათ ერთერთი საუკეტესოც...
მემგონი მოხუცი ვიქნები უკვე ამეების ყურებას რომ მოვრჩები

და ბოლობოლო რომ დამთავრდება
This post has been edited by E madame on 29 May 2012, 13:02