edna mamidaმაინც მითრევ ხო კამათში ?
წიგნები გაქვს წაკითხული და ყველაფერს საზღვრავ იმითი თუ როგორი იყო სანსა ნედის სიკვდილამდე. გეთანხმები, მიამიტი იყო და პრინცსაც ელოდა. უბრალოდ, ცუდია, რომ მის ასაკს და background-ს არ ითვალისწინებ. 11 წლის გოგო იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება პრინცესობას ასწავლიდნენ და პირდებოდნენ დედოფლობას, უყვებოდნენ ზღაპრებს.
რაც ევალებოდა, იმას აკეთებდა კიდეც არაჩვეულებრივად. ქარგავდა, მღეროდა, ლექსები იცოდა. მოკლედ, იცოდა ყველაფერი ის რაც 11 წლის პრინცესობისთვის გამზადებულ ქალიშვილს მოეთხოვება სექსისტ ვესტეროსში
მერე, კითხვას სვამენ, არია რატომ იყო სხვანაირიო და ზოგადად, სიმართლე რომ გითხრა, ვთვლი ამ ორის შედარება არის სრული აბსურდი. თანაბრად მიყვარს ორივე და, მაგრამ როგორც ნედი იტყოდა, ისინი არიან "two sides of one coin." არია იგივე ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ მაინც სულ სხვანაირად ზრდიდნენ და თვითონაც ბუნებით უფრო მეამბოხე იყო. ამიტომაც, არ დავიწყებ ამ ორის შედარებას. ორივე არაჩვეულებრივი, კომპლექსური პერსონაჟები არიან, რომლის იმედიც მაქვს სტარკების ოჯახიდან
კარგი, მოუკლეს სანსას ნედი და ფაქტიურად სრულიად სხვა პერსონაჟი დაიბადა. ისწავლა, რასაც სეტა ასწავლიდა და დაამუღამა ვისთან როგორ ისაუბროს. ლანისტერები მთელი არსებით სძულს, მაგრამ მაინც ახერხებს, რომ ეს აშკარა არ გახადოს. "Blackwater"-ის სერიაში უკვე ემჩნევა როგორ უმკლავდება ჯოფრისაც, როცა ფაქტიურად არანაირი დაცვა არ გააჩნია.
ერთი სიტყვაც თუ არასწორი თქვა, ის იმდენად იმპულსური იდიოტია, წამში შეიძლება გააძროს თავი. მეორე სეზონის დასაწყისშიც ემჩნევა ჩუმი სიმამაცე და ჭკუა, როცა დონტოსს გადაარჩენს, მაშინ როცა მეფეს ისე აკვლევინებენ ადამიანს, ხმას არავინ იღებს საერთოდ. ისევ სანსა ამბობს რამეს და ისიც გაითვალისწინე, რომ არის მდგომარეობაში, როდესაც ვერც უნდა ფიქრობდეს სხვის ბედზე.
ყოველდღე ატერორებენ, მამა თვალწინ მოუკლეს. ჰგონია, რომ ძმები მკვდარი ყავს, ყოველდღე ცემენ და ყველანაირ შეურაწყოფას აყენებენ.
მოკლედ, სანსა ძალიან ცუდ დღეშია და 12 წლის ბავშვისთვის არაჩვეულებრივად უმკლავდება და ახერხებს კიდეც, რომ მაინც დაიცვას თავისი თავი და სხვებიც (დონტოსი, ქალები და ბავშვები ბლექვოთერის ბრძოლის დროს)
ტირიონის სიჭკვიანის მაინც ხომ გჯერა

ტყუილად კი არ თქვა გაოცებულმა "Lady Stark, You may survive us yet."
დიდი მომავალი აქვს მაგ ბავშვს და როცა დრო მოვა, თავის ჭკუასაც გამოაჩენს. ამას ვწერ სერიალის თემაში, თორემ წიგნის თემაში ბევრ სხვა მაგალითს მოგიყვანდი.
* * *

ძაან badass მომენტია.
"When I raise my armies and kill your traitor brother, I am going to give you his head as well."
"Or maybe he will give me yours."