ხურცილავას ლექსი
მე ვტირი, მაგრამ წვიმაში ვტირი
ვერავინ ამჩნევს ჩემს ცრემლებს ამ დროს
მე ვყვირი, მაგრამ ჭექა–ქუხილში და
ეს ყვირილიც არაფერს ამბობს..
მე ვწერ ბავშვების ნაჯღაბნ ფურცლებზე
და ეს ნაწერიც მიაქვს მენაგვეს
მე ვითვლი დღეებს ღამის წყვდიადში
და ეს ციფრებიც სცდება შენს თვალებს.
მე ვიჭრი ვენებს წითელ პიჯაკში
და სისხლიც არის სახელო გრძელი
მე ვდგავარ მარტო გაჩერებაზე
შენსკენ მომავალ ავტობუსს ველი..
მე გრძნობით მთვრალი ვზივარ ლოთებში
წითელი ცხვირით მღვრიე თვალებით
მე დავიხრჩობი ღვინის მორევში
შენზე ფიქრით და ღმერთის ვალებით..
მე ვცოცხლობ, მაგრამ საიქიოს ბილეთით ხელში
და რომ მოვკვდები
მხოლოდ მკვდარი ვიქნები მკვდრებში.
სიცოცხლე იწვის, დროს იწურება
მე მინდა მხოლოდ შენი ყურება.
ეხლა ეს რა შუაშია, მაგრამ მაინც ...