აუ შეფი როგორ მომწოოონს, ეგეთი ბიჭი რომ გავიცნო ეგრევე გულში ჩამივარდება! გაწონასწორებული , ჯიგარი, ჭკვიანი, კარგი იუმორით და მიმიკებით <3
კატო

ვერ გავიგე მაგის ჩაცმას რატომ აკრიტიკებთ! სულ მაგარ ზმანზეა და უხდება! ეკა ამირეჯიბი ხომ საერთოდ, ულამაზესი!!!!! მაგრამ მე ჩემი კატუნია მიყვარს <3 ჩერჩეტი და კეთილი. მე მესმის მისი, ყოფილა რომ ''აუ კარგი ბიჭია და რა ცუდია რომ არ მიყვარს, რა ვქნა, ვა!"
დიტო!!! ეს რა იკადრა, ე!!! წინა სერიაში. მოუნდომა მიქინძვა! ეს არის თქვენი კარგი ტიპი? ძალიან კარგად გააგდო კატომ, იშ! როგორ მეზიზღება ასე რომ იტენებიან ბიჭები. საყვარელ ადამიანს ბოზივით უნდა მოექცე? დიტოოო, თავში აგივარდა. კატო ლამაზი ნივთია რომ დაითრიოს? არა რა, არ იყო ეგ ლოგიკური

ნუ გამიბანძეთ ჩემი დიტო!
დემნა - ეე, მაგარი ტიპია ძაან

სასაცილო. როგორ მიყვარს კარგი იუმორი რო აქვთ ბიჭებს. კაი ტიპაჟებია მოყვანილი : )
ნელიკო - ბატუნა : )) ავთომ ძაან გაუძლო აი. ის რა იყო, ვიღაცა მეზობელი რომ ერეოდა? ლამის ტელევიზორში შევვარდი და გავჩეჩე

ქოთქოთა ბებია, (რა ჰქვია კაცო) -
სერიალის ავტორო, გეხვეწები, გემუდარები, აჩვენე რამე ისეთი მომენტი, სადაც წყნარია ეგ ქალი! ჯერ ერთი, ბებიის ასეთი გათახსირებაც ცოდოა რა, ბოლოს და ბოლოს ბოროტი ხომ არ არის. და თან ისეთი ქოთქოთაა, მე პირადად ცუდად ვხდები! ლამისაა გადავრთო ხოლმე მაგ დროს. ხომ არის რაღაც მომენტი, როცა ქოთქოთაც წყნარია? მუდმივად აფორიაქებული ადამიანის ყურება ძაან დამღლელია და არარეალურიც.

ნინა - მაგარი ტიპია, ძალიან კარგი და რეალური პერსონაჟია. დედამთილს კი მაგრად უძლებს. ისე, მენანება რომ ასე არ ევასება, ქმრის დედაა მაინც : ) აუ როგორ ამწარებს თავსი სისულელეებს რომ ტენის ხოლმე

იქნება არ მინდა ეს მარწყვი, ვა! ან შვილიშვილებს რომ ვერ გაუძლო : ) აი ეს ძაააააააააააან გამიტყდა. აი ძაააან.

ჩემი ბებო ასე არ მოიქცეოდა.
კატო და გიორგი - სცენარისტი ძალიან კარგად და კარგ მაგალითებს გვიჩვენებს! მადლობა გოგონი, მაგარი ხარ! ეს პასაჟიც მაგისთვისაა. კაი რა კატო, ცოლიანი კაცი რა ჩემ ფეხად გინდა? არ გიტყდება? უფფ, აი, ყველაზე ნაკლებად რა ტიპაჟსაც გავეკარები, გიორგია. შემპარავი, მელაკუდური. აი ეგრევე მივახვევინებდი
* * *
Kate789მე ძალიან მომწონს კატოს ტანი. ვერ ვხვდები რას უწუნებთ. მაგას რომ ზმანები უხდება, ეგეთი მოტმასნილი ბარე ორს არ მოუხდება ჩემს ნაცნობებში. უნაკლო ტანი აქვს. ფეხებიც მშვენიერი, რა ვიცი. მის მსოფლიოს ფეხები არაა ალბათ.
laliko
ეს არაა რეალობა, არამედ ესაა შეგრძნებების სამყარო, რომლის ტყვეობაშიც მოექეცი. ამ შეგრძნებებს ნევროზი იწვევს. gramatikikina