ერეკლე!პირველიც, მე მაგრად ვაფასებ პირველს.
ზაბუზას, გაარას, ცუნადეს, ჩუნინების გამოცდის, სასკეს ამბები და ა.შ.
ერთი ჩემი ძმაკაცი ამბობდა, ნარუტო რომ სხვა ფორმატში და სხვა სტილით დაეწერათ, სულ მცირე ნობელის პრემია გარანტირებული ექნებოდაო. ნუ თვითონ ნობელმიღებული ნაწრმოებების უმეტესობა წაკითხული აქვს და უფრო აფასებს. მე ვერ ვიტყვი იგივეს, არ მაქვს წაკითხული ბევრი, მარა ვეთანხმები, როგორც შემიძლია

ანიმეში ცალკე დიდ როლს საუნდები თამაშობს სუფთა ეფექტისთვის.
მაგრამ უძლიერესი plot აქვს და ნებისმიერთან დავამტკიცებ ამას

დაჟე, აი, ნეჯი vs ლის დაპირისპირება.
ნიჭი vs შრომისმოყვარეობა. და მსგავსი საკითხები ბევრია წამოჭრილი.
ან იგივე მიდგომები,
ლი იმარჯვებს იმიტომ, რომ ბევრი შრომა ჩადო
ნარუტო იმარჯვებს იმიტომ, რომ დარწმუნებულია თავის თავში
ნეჯი იმარჯვებს იმიტომ, რომ უნდა გაიმარჯვოს (ფატალისტი კარგი #####ან

)
და იგივე შიკამარუზე, სასკეზე და ა.შ.
ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, არაერთი ღამე გამითენებია ნარუტოზე ლაპარაკში მაშინ, როცა ტონუსში ვიყავი

ჰანზო vs მიფუნე როა, იქაც კი მაგარი რამეები გაეძრო.
სასორის ბავშვობა ძალიან მაგარი იყო.
დეიდარა vs გაარა როა, მანდაც, თუ გახსოვს ქვიშით რო დაიცავს გაარა ქალაქს და მერე დეიდარა რომ დააცდის, სანამ გაარა მთელს ამ ქვიშას ქალაქს მოაცილებს და სხვაგან დაყრის, თორე დაინგრეოდა ქალაქი. მარა დააცდის, პატივისცემა უჩნდება, როგორც კაზეკაგეს, თავისი ქვეყნისთვის თავდადებული მმართველისადმი.
უძლიერესი მომენტია კაკაში გაიდენი მთლიანად და მაგის მერე კაკაშის განვითარება.
მთელი პეინის არკა და იტაჩის პიროვნება რო შედევრია, ეგ რა მოსატანია საერთოდ, წვრილ-წვრილებზე ვამბობ ახლა

ერთხელ იყო, ნარუტოს სადღეგრძელოებით ვსვამდით და არ გამოგველია, სანამ არ დავთვერით მაგრად

მერე ფიქრის თავი აღარ გვქონდა.
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ნარუტოს ყურება მათ შორის, რაზეც ბევრი მიორჭოფია