ერთ-ერთ ბოლო გვერდზე ვიღაცას ეწერა, დექსტერმა ამ წლების მანძილზე, მისი სისხლი გადაგივსხაო და არ შემიძლია არ დავეთანხმო.
რამდენიმე გვერდს გადავავლე თვალი და რამდენადაც მივხვდი, ბევრს არ მოეწონა ბოლო სეზონი
მე კიდე პირიქით, ბოლო სეზონი მომეწონა ფინალური სერიის გამოკლებით, თითქმის მთელი 12 სერიის მანძილზე ცეცხლთან თამაში იყო, საკმაოდ კარგად მოფიქრებული სცენებით, თუმცა როგორც სეზონების უმრავლესობაში აქაც დაუშვეს შეცდომა, ის შეცდომა რაც წლების მანძილზე გასდევდა დექსტერს, ვიცოდი რომ არ მოკლავდა საქსონს და ის რაღაც ისეთს იზამდა რაც თავდაყირა დააყენებდა ყველაფერს, იგივე შეცდომა დაუშვა დექსმა 4-ე სეზონში, როცა არ მოკლა არტურ მირჩელი, სანამ მან რიტა არ გაისტუმრა საიქიოს

. აქაც იგივე, მოკლედ გადაამღერეს თავიდან.
აი ფინალურ ეპიზოდთან მეც მაქვს შენიშვნები, IMHO სუსტად მოფიქრებული და მიფუჩეჩებული სცენები გაჩითეს. დებრას სიკდვილი ხომ საერთოდ თითიდან გამოწოვილი სისულელე იყო, რომ არაფერი ვთქვათ მის გადაწყვეტილებაზე, გვამთან ერთად რომ გაუჩინარდა
ბავშვი ჩააბარა ქალს, მართალია რომელიც უყვარდა, მაგრამ კლავდა პირადი მიზნებისთვის და მოტივებისთვის, რაც ისეთი პერსონაჟისგან როგორიც დექსტერია ცოტა გასაკვირი უნდა იყო.
თავად დექსის ცოცხლებში დარჩენა იდიოტიზმის მწვერვალად მეჩვენა პირადად მე, თუმცა ასეა თუ ისეა, ძალიან მაგარი სერიალი იყო და Мне будет его не хватать.
This post has been edited by :)) on 9 Oct 2013, 19:20