წარმოგიდგენთ ჩემი ყველა დროის ფავორიტ იუმორისტს Louis CK (Louis Székely)
დაიბადა: 1967 წლის 12 სექტემბერ, ვაშინგტოში (DC),
კარიერა: 1984 წლიდან დღედე (კიდე 1000 წელი ამყოფოს ალაჰმა

)
ოჯახური მდგომარეობა: ცოლს გაშორდა 2008-ში, მას შემდეგ რაც უშნოდ იღადავა ცოლზე ერთ-ერთი standup Specila-ის დროს

. ჰყავს ორი გოგონა, ასაკი არ მახსოვს, პატარები არიან.
ჟანრი: Observational comedy, Black comedy, Blue comedy, Political satire, Insult comedy, Sarcasm (ესენი ვერ ვთარგმნე)
ვებგვერდი: www.louisck.net
ძირითადად სთენდაფს აწვება, ასევე აქვს საკუთAრი შოუ FX-ზე, Louie, ადრე ჰქონდა სიტკომი Lucky Louie, მონაწილეობა აქვს ფილმებში, ძირითადად ეპიზოდურ ან მეორეხარისხოვან როლებში.
აქ ვეცდები დავდო მასალები რაც მომეპოვება ლუის შემოქმედებიდან.
სხვათაშორის ლუიმ საიტზე მიმართა მომხარებლებს და მაყურებლებს, მისი ყველა სთენდაფი იყიდება 5 დოლარად თითო. ხოდა უბრალოდ ითხოვა, არ დააშეაროთ და იყიდეთ, 5 დოლარის დედაც ვატირეო. ხოდა პირველ კვირაში მილიონი გააკეთა უკვე. მართალია ხალხი მაინც აშეარებს არალეგალურად მის მასალებს (მათ შორის მეც), მაგრამ ეფექტი მიიღო გულწრფელი თხოვნით.
აუცილებლად უნდა ნახოთ:
წელი სათაური
2005 one night stand
2008 Chewed Up
2011 Hilarious
2011 Live at Beacon Theatre
2013 Oh My God
2015 Live at Comedy Store
ასევე ნახეთ Lucky Louie, ძალიან მაგარი სიტკომი
კიდე Louie On FX, ეს უფრო ახალია, უკეთესი ხარისხი და საინტერესო მოქმედებაა. მისი ცხოვრების შესახებ არის.
ესენი ნახეთ აუცილებლად
This post has been edited by MEDS on 20 Sep 2015, 10:32