» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"მკვდრები უკვე დგებიან საფლავებიდან და თავს ესხმიან ცოცხლებს. იყავით ფხიზლად და დაიცავით უსაფრთხოება. ნუ მიუახლოვდებით გაავებულ მიცვალებულებს", - სწორედ ასეთი ტექსტი გააჟღერა ამერიკულმა ტელეარხმა KRTV, რომელიც გადმოსცემს მონტანადან. ზოგიერთი მოქალაქე პანიკაში ჩავარდა და პოლიციას მიმართა ინსტრუქციისთვის. არხის ხელმძღანელობა ჰაკერულ შეტევაზე ალაპარაკდა.
ამის მსგავსი რამ მოხდა აშშ-ში შორეულ 1938 წელს. მაშინ რადიოთი გადაიცემოდა სპექტაკლი "უცხოპლანეტელთა შემოსევა" (ჰ. უელსის ნაწარმოების მიხედვით). მაშინ დაახლოებით 1 მლნ. ამერიკელმა რეალობად აღიქვა ეს რადიოგადაცემა, ჩათვალა რომ ეს იყო პირდაპირი რეპორტაჟი მოვლენის ადგილიდან და მასობრივ პანიკას მიეცა.
სავარაუდოდ ჰაკერებმა ამერიკელებს შეახსენეს ეს შემთხვევა და თავიანთი ხუმრობის საფუძვლად გამოიყენეს. ოღონდ ამჯერად ამერიკელები უცხოპლანეტელებით კი არ დააშინეს, იფიქრეს, ამას დღეს ვინ დაიჯერებსო, - არამედ მიცვალებულთა გაცოცხლებით და ზომბების შემოსევით. ზომბი-აპოკალიფსისისა სჯერა მრავალ ამერიკელს, ხოლო მოსიარულე გვამების თემა, რომლებიც ცოცხალ ადამიანებს ჭამენ, ამერიკული კინოინდუსტრიის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული თემაა.
შეტევისთვის ჰაკერებმა აირჩიეს ტელეარქი KRTV, რომელიც მონტანას შტატის გრეიტ-ფოლსიდან მაუწყებლობს. გატეხეს რა ექსტრემალური შეტყობინებების სისტემა, ჰაკერებმა გაუშვეს თავიანთი ხმოვანი შეტყობინება, რომელიც არხის "სურათს" დაადეს. Youtube-ზე დადებულია ამ ეთერის ჩანაწერი.
ტელეეკრანებს მიმსხდარ მონტანელებს ვითომცდა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიეწოდა გაფრთხილება, რომლებიც გამვლელებზე საფლავებიდან ამდგარ მიცვალებულთა თავდასხმებზე ამცნობდა. ტელეარხის ცნობით, თავდასხმა თურმე მონტანას შტატის რამოდენიმე ოლქში დაფიქსირდა.
კადრს მიღმა ხმა ამერიკელებს სიფხიზლისკენ მოუწოდებდა და აფრთხილებდა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ზომბები უდიდეს საშიშროებას წარმოადგენენო სიცოცხლისთვის. მაყურებლებს აძლევდნენ მკაცრ რეკომენდაციას არავითარ შემთხვევაში არ მიკარებოდნენ ზომბებს და არ ეცადათ მათი შეყოვნება.
პოლიცია იტყობინება, რომ ეთერის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს შტატის შეშინებულმა მცხოვრებლებმა და მოითხოვეს მათგან რეკომენდაციები იმ შემთხვევისთვის, თუ ზომბების შეტევა მათზეც განხორციელდებოდა. სამართალდამცავებმა შესძლეს მოქალაქეთა დაშოშმინება, რის შემდეგაც დაიწყო მომხდარი ინციდენტის გამოძიება.
თვით ტელეკანალში იუწყებიან, რომ ქსელი გატეხეს ჰაკერებმა, მაგრამ ტელევიზიის ინჟინრებმა რამოდენიმე წუთში შესძლეს ორიგინალური მაუწყებლობის აღდგენა. ამჯერად ტელეკანალი იძულებულია უკანასკნელი ცნობების ბლოკში გაუშვას ინფორმაცია იმის შესახებ რომ არავითარი ზომბების შემოსევა ქალაქ მონტანაზე არ განხორციელებულა და მის მცხოვრებლებს არაფერი ემუქრებათ.
აკაი ჰაკერებმა გატეხეს გატესეხ ნეა ვინ დაიჯერა