» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასეთი პასუხი მიიღო ბრიტანეთის ხელისუფლების მზადყოფნაზე ზომბი-აპოკალიფსისის შემთხვევისთვის ბრიტანეთის ერთ ერთმა მოქალაქემ, რომელმაც კითხვა გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს ზომბი-აპოკალიფსისთან დაკავშირებით.
"აპოკალიფსისის შემთხვევაში, რომელსაც შესაძლოა ზომბების ურდოს შემოსევა მოჰყვეს (? - რედ.), სახელმწიფო მოხელეები მოახდენენ სამხედროების მოქმედების კოორდინირებას, ხოლო ზომბების შემოსევასთან ბრძოლის გეგმის შემუშავებას მისტრთა კაბინეტი აიღებს თავის თავზე", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
"თავდაცვის სამინისტრო არ განიხილავს ზომბების თავდასხმის ან მის შედეგებთან ბრძოლის შესაძლებლობას, რადგან ეს როლი ეკისრება მინისტრთა კაბინეტს, რომელიც საგანგებო სიტუაციათა შემთხვევაში მოქმედების გეგმის კოორდინირებას ახდენს".
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: "აპოკალიფსური მოვლენების შემთხვევაში (მაგალითად, თუ მოხდა ზომბების შემოსევა), ბრძოლას ინგლისის აღდგენისა და მისთვის ყოფილი დიდების დასაბრუნებლად მინისტრთა კაბინეტის სამდივნო წარუძღვება და, შედეგად, ნებისმიერი საქმიანობის წინასწარი დაგეგმარება იქ უნდა წარმოებდეს. სამინისტროს როლი ასეთ შემთხვევაში შემოიფარგლება სამოქალაქო ხელისუფლების სამხედრო მხარდაჭერით, და არა ინიციატივის საკუთარ თავზე აღებით. ამგვარად, თავდაცვის სამინისტრო არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ამ საკითხთან დაკავშირებით".
არმია არაერთხელ მოდის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად აპოკალიპტურ ზომბი-ფილმებში. მაგალითად, იმისთვის რათა გმირი იხსნან ჯარისკაცები უკანასკნელ მომენტში ჩნდებიან საიმონ პეგის კომედიურ ფილმში "მიცვალებული შონი".
ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები პასუხობენ ზომბებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
გასულ წელს ლესტერის ქალაქის საბჭო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მას არ გააჩნია კონკრეტული პრეპარატები ზომბების შემოჭრის შემთხვევისთვის, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამოქმედდება გეგმა, რომელიც კატასტროფის შემთხვევისთვის არის შემუშავებული. ხოლო ბრისტოლის ქალაქის საბჭო კიდევ უფრო შორს წავიდა თავის განცხადებაში, როდესაც მის წარმომადგენელს ჰკითხეს, რას გააკეთებს ქალაქის ხელისუფლება, თუ ზომბი ურდო აბობოქრდება ქვეყნის დასავლეთში.
მაღალი თანამდებობის პირმა უპასუხა, რომ არსებობს სპეციალური დოკუმენტი გრიფით "სრულიად საიდუმლოდ" და ის განსაზღვრავს სტრატეგიას "ზომბი პანდემიის" შემთხვევისთვის. თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მთავრობა გამოიყენებს კოდურ სიტყვას რადიოთი და ტელევიზიით, რათა მოსახლეობა გააფრთხილოს, რომ შეტევა დაიწყო.
ბრისტოლის საქალაქო საბჭოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს აუცილებელი მოწყობილობის შესყიდვა ურდოსთან საბრძოლველად. მან დაამატა: "აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობას დაურიგდება გამაყრუებელი იარაღი და დამცავი კოსტიუმები"
* * *