ვუყურე.
მომენტებში ძალიან მაგარი იყო და კარგად ვიცინე.
ასმათ ტყაბლაძის და ერგემლიძის პერსონაჟებიც ძალიან მაგარი იყო და კარგადაც ითამაშეს. ნუ, მანანა-ჯემალი რომ კარგები არიან, ეგ არაერთხელ აღმინიშნავს და ახლაც იგივე აზრისა ვარ.
ერგემლიძის ტიპაჟი იყო ასიანი..ბოლოს ნაცოლარს რომ ეფარცქვალებოდა

ვერსკის და ავთოს სცენაც კარგი გამოვიდა

)))
ისე, სადღაც კი ვიფიქრე, კარგი გამოვიდოდა, ვერსკის რომ თინა დაეყოლიებინა, ლოგიკურად გამოვიდოდა თინას ტანსაცმელთან

თინას ვინ დასცინა ასე მწარედ და ვინ გაუჩითა ეს გაბოზებული მონაზვნის კაბა
დიტოს ძმაკაცებიც კარგად გამოუვიდათ.. მართალია, კარგა ხანია, არ გამიგია, ვინმე კიდევ დადიოდეს "ტროსტით"- თუნდაც ძველი ბიჭები, მაგრამ კაბუს პერსონაჟი მაინც კარგი იყო..
საწყალი თორნიკე შემეცოდა, როგორ გაუტყდა...არადა, კარგი პერსონაჟია და ეგეც გაგეხარებინათ რაღაცით

))
ისე, შესავალი უფრო მხიარული იყო

ქორწილში მომენტები გაჭიანურებული და გადაჭარბებული მომეჩვენა..
მარიხუანას სცენა ძალიან ხელოვნურად იყო "შეტენილი"...ნუ, ფორმულაკრეატივისტი ხალხის დამოკიდებულება ვიცით მაგ საკითხის მიმართ და აღარ იყო საჭირო კიდებვ ერთხელ ხაზგასმა...."მაპი" კიდევ უარესი იყო..რა ვქნა, ვერ მივიღე ბუნებრივად და არც გამცინებია. მარიხუანას სცენაში დიტოს საქციელსა და კატოს ისტერიკებზე მაინც იცინებდა კაცი.
რომ უთხრა-მამაშენსაც მოვაწევინე, შენს პირველ ქმარსაცო, ის ცნობილი მომენტი გამახსენდა: "მამაშენთან ვიწექი, ასევე დედაშენთან"

"მე რა ვქნა, მეც" არ დაივიწყეს...
კატო რომ განაზებული ეუბნება: ჩემში რა მოგწოოონს? და დიტო: ძუძუები

მთლიანობაში ნორმალური ქმნილება იყო, კარგად გაერთობოდი ადამიანი...
ისე, ვიკას როლის შემსრულებელი მე არ მომეწონა. არაფერი განსაკუთრებული სილამაზე არ აქვს, მე მგონი...
This post has been edited by Solveig on 2 Mar 2013, 04:43
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!