ნუუუუ, გემოვნებაზე არ დავობენ.
მის გამო ერთმანეთს ხოცავენ.
მაგრამ...
არავინ ამბოს რომ ნინო ლამაზი არაა. ლამაზია, მაგრამ ისეთი სილამაზე აქვს შეხედავ, ვერაფერს ცუდს ვერ დაუნახავ, მაგრამ რამემ რომ გაგაგიჟოს არა. მეორედ შეხედავ კიდევ იტყვი ლამაზია, მესამედაც. პრინციპში მე-100დაც
მაგრამ ახალს ვერაფერს აღმოაჩენ, ლამაზია და მორჩა. ჰოდა 101-ედ და 1001-ედ უკვე მოგბეზრდება. მე მაგალითად მომბეზრდა და უკვე მისი ე.წ. სილამაზეც (რომელიც არ გაიძულებს მუდმივად ყურების სურვილი გაგიჩნდეს)
აი ლელას შემთხევაში კი რამდენჯერაც არ უნდა შევხედო მიზიდავს. ულამაზესი თვალები აქვს (მიუხედავად იმისა რომ ზოგადად, ცისფერი თვალები არ მომწონს და მუქს ვანიჭებ უპირატესობას). და ულამაზესი ღიმილი (მიუხედავად იმისა რომ კბილების წყობა დიდად არ მოგეწონება). აი სიცილისას ჩაჩხვლეტილი ლოყის ნახვა კი 1000001-ედაც არ მომბეზრდება. (ისე, ბავშვობიდან მინდოდა მეც მასეთი ფოსოები მქონოდა სიცილისას).
ჰოდა შარმს იმას ვეძახი კვლავ შეხედვა და დაკვირვება რომ მოგინდება ადამიანზე.
აი ესაა სულ.
სამსახიობო მონაცემებს რაც შეეხება დიდად არ ბრწყინავდა ნინო და დარწმუნებული ვარ ლელა კარგად გაართმევს თავ. უბრლაოდ ხალხს ისეთი კატო უნდა შეიძლება რომელსაც შეეჩვია, გიორგის შემთხვევაშიც მასე იყო. ის ახლა გიორგი ცუდად ნამდვილად არ თამაშობდა, უბრლაოდ ის ცდილობდა ეთამაშა გიორგი ისე, როგორც ამას მისი წინამორბედი თამაშობდა და ეს უფრო რთულია. თუმცა, იგი დროებით ცვლიდა მსახიობს, ხოლო როცა იცი რომ ეს როლი შენია თამამად უნდა განახორციელო ცვლილებები.
ახლა ჰონორარს რაც შეეხება (მიუხედავად იმისა რომ 200ლარი დღეში ნორმალურზეც მეტია და თან მან მოითხოვა და მისცეს კიდეც).
აუ ეს 3000 ლარი 9 წელივით ხვდება ყურს და მეცინება.
არ იფიქროთ რომ კასკადიორობის გამო ვიცი, უბრლაოდ ფეისბუქზე ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დაშეარებულ სტატიას მოვკარი თვალი (დაცვაში მუშაობს რა) ჰოდა ნინო კატოს როლს აღსარებაში ინანიებდა თუ რაღაც მსგავსი. ჰოდა ცოდვას ხომ არ გაუგრძელებდნენ.
* * *
პ.ს. ხომ ვართ 98-ე გვერდზე. ჰოდა წინადადება შემომაქვს, ახალი სეზონის დაწყებასთან ერთად გაიხსნას ახალი თემა, ეს კი არ დაიხუროს და გადაიქცეს ძველი კატოს ქელეხად.
პ.ს.ს. მე მხოლოდ სიგარეტის დახურულ სივრცეში მოწევაზე, და საერთოდ მოწევის სიმრავლეზე ვჭედავ რეალშიც და ფორუმზეც

)))
This post has been edited by sharlot on 6 Mar 2013, 09:56