სადღაც ერთი თვეა კარგად გავერთე. მაგრამ 9 სეზონი აშკარად ზედმეტი იყო, 4-5-შიც მშვენივრად ჩაატევდნენ. მე-6 სეზონის მერე უკვე ჭუჭუს წელვა იწყება. მე-8-9 საერთოდ ზედმეტი იყო. ჰეიგლი დავამატოთ, იქნებ მაგან მაინც უშველოსო, მაგრამ ისეთი პერსონაჟები დააკლდა რო არაფერი აღარ უშველიდა. მერვეს ბოლო სერიის ფინალში რაც ხდება, მაგის გამო თუ გაწელეს, ეგ ბევრად ადრე უნდა ექნათ. კამერული სერიალი, სადაც ძირითადი მოქმედება კაბინეტებში ხდება, ასეთი კაი სანახავი იყოს, იშვიათობაა. ცოტა სასამართლო პროცესები რო მეტი ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. სხვა მინუსებიც არი, არარეალური სიტუაციები, პერსონაჟები. ლუისი რანაირად გახდა ეგეთი ადვოკატი, ტიპს 5 წლის ბავშვის ტვინი აქ. ცალკე ამ დიპლომზე ასეთი ყურადღების გამახვილება, ეგ თუ რეალობაშიც ეგრეა და ამერიკის ღლე ნაროდი #####ან. მანჰეტენის უდიპლომო სასიძოა ფაქტიურად. დონა

სასწაული პერსონაჟია, ალბათ ქალებში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)