კაროჩე ახლა გეტყვი ვამპირის დღიურებზე დრო არ დახარჯო ძალიან მაგარი სლეობაა განსაკუთრებით ბოლო ორი სეზონი

თუ ვამპირები გინდა უყურე
true blood პირველი რამოდენიმე სერია ცოტა მოსაწყენია მაგრამ თავი არ დაანებო დამიჯერე შემოქმედებაა ვისაც ვურჩიე არ ინანა და წუწუნა და პიჟონი ვამპირები არ იჩითებიან რაც ჩემთვის დიდი პლიუსია

ამ სიიდან ჩემთვის საუკეტესო არის
supernatural იმიტომ რომ ეს სერიალი არ ვიცი საოცრად შემიყვარდა აქ ასეთი სიტუაციაა პირველი 5 სეზონი არის სასწაული მერე გააფუჭეს მაგრამ ახლა ნელნელა ისევ უბრუნდებიან ძველ სპნ-ს იმიტომ რომ ისევ ძველი სცენარისტები დაბრუნდნენ და მოკლედ შედარებით ამოქაჩეს მაგრამ კარგი სერიალის ნახვა თუ გინდა უნდა უყურო აუცილებლად
dexter არის გენიალური მე შერლოკსაც მირჩევნია პირადად შერლოკიც ძალიან მაგარია მაგრამ მასეთ გაწელილს ვერ ვუმუღამებ ხოდა დექსტერიც true blood-ის პონტში თავიდან პირველი ორი სერია არ დამევასა და მერე რომ ჩამითრია ვეღარ ავდექი კომპიუტერიდან
walking dead ძალიან მაგარია მეორე სეზონი ცოტა ჩააგდეს ექშენს მოუკლეს მაგრამ ახლა ძალიან გიჟი სეზონი მიდის ერთი სული მაქვს როდის დაბრუნდება ამასაც უყურე მოკლედ
american horror story მე პირველი სეზონი უფრო მომეწონა მეორეში გაუტიეს ძალიან მაგრამ მაინც მაგარია უფრო სწორედ ბევრს უფრო მეორე სეზონი ევასება მგონი მაგრამ ჩემთვის ძალიან დატვირთეს imho მოკლედ ღირს ყურება ნამდვილად
ასევე გირჩევ თუ არ გიყურებია
game of thrones ნახე შემოქმედებაა ეს სერიალი უბრალოდ მეტს ვერაფერს გეტყვი თავად უნდა ნახო
spartacus-იც კარგია მე ჩამითრია მაგალითად ისტორიული სერიალები თუ გევასება საკმაოდ კარგია თან მთლად ისეთი მშრალი არ გეგონოს ისტორიული რომ ვუწოდე ძირითადად სულ ექშენი მიდის და ერთი წუთიც კი არ არის მოსაწყენი
gossip girls-ს მე პირადად სახელიდან გამომდინარე პრინციპულად არ ვუყურებ და ვერაფერს გეტყვი
This post has been edited by MeRo on 12 Jan 2013, 11:21